დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დროის ათვლა დაიწყო – სამხატვრო სკოლაში შესახლებულებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ელით
2013/05/30 12:26:42

ქუთაისის სამხატვრო სკოლაში, აბაშიძის ქუჩაზე, იუსტიციის სხალის გვერდით, სოციალურად დაუცველი 26 ოჯახი, მეათე თვეა, რაც ცხოვრობს. სკოლის მობინადრეები შენობაში უკანონოდ შესახლდნენ. სკოლაში არავითარი საცხოვრებელი პირობა არაა, სოციალურად დაუცველებს არ აქვთ დენი, წყალი და გაზი. თუმცა, მიუხედავად ამ მძიმე პირობებისა, მოსახლეობამ ღია ცის ქვეშ დარჩენას დანგრეულ შენობაში ყოფნა არჩია. ათი თვის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათი გამოსახლების საკითხი არაერთხელ დამდგარა დღის წესრიგში. ბოლო გაფრთხილება სოციალურად დაუცველებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

„მოვიდა უბნის ინსპექტორი და გვითხრა, რომ ათი დღის განმავლობაში შევკრათ ჩვენი ბარგი და შენობა დავცალოთ, თორემ ძალით დამოგვასახლებენ. უკიდურასად გვიჭირს და სხვა საშუალება არ გვაქვს, თორემ აქ ნამდვილად არ ვიცხოვრებდით, ასამდე ადამიანი ვიმყოფებით ამ შენობაში, აქედან 30-ზე მეტი ბავშვია, ნახევრად მშიერები ვართ, წყალიც კი სამადლოდ მოგვაქვს კორპუსებიდან. რომ გვიშვებენ, სხვა ფართებით ხომ უნდა დაგვაკმაყოფილონ, თუარადა აქ მაინც დაგვაყენონ. სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე ხომ უნდა იზრუნოს?"– განაცხადა სოციალურად დაუცველმა ნინო მხეცაძემ.

მათ მხარდასაჭერად სკოლის შენობაში იმყოფებოდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს წევრები. მათი განცხადებით, სახელმწიფომ გამოსახლებები უნდა შეწყვიტოს და მოსახლეობას საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილოს.

გოგი წულაია, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ყოველ წუთშია მოლოდინი, რომ 26 ოჯახს გამოასახლებენ და ღია ცის ქვეშ დატოვებენ, მართალია, ეს ხალხი აქ უნებართვოდ ცხოვრობს ათი თვის განმავლობაში, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მათ ხელისუფლებამ არანაირი ყურადღება არ მიაქცია და ახლა ამ ჯოჯოხეთიდანაც უპირებენ გასახლებას უარეს ჯოჯოხეთში. მიგვაჩნია, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია, მთავრობა ვალდებულია, ალტერნატიული ფართები შესთავაზოს მათ. წარმოუდგენელია, როგორ შეუძლიათ ეს თოთო ბავშვები ქუჩაში გაყარონ და მათი ბედით არ დაინტერესდნენ? მოძებნონ შესაბამისი ფართები და შესაბამისი სახსრები, მერიაში პრემიების დარიგებას თავი დაანებონ, მიხედონ ამ ხალხს და თუ ეს შენობა ასე უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის მერე გამოასახლონ ეს ხალხი.“

გამოსახლების შემთხვევაში, შენობის მობინადრეები პარლამენტთან გადანაცვლებას და პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ,  ვიდრე მთავრობა ალტერნატიული ფართებით არ დააკმაყოფილებს მათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხატვრო სკოლის შენობაში პოლიციის განყოფილების გახსნა იგეგმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია