დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოჩა თევდორაძე მორიგ სკანდალში ეხვევა
2013/05/29 17:50:22

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, გოჩა თევდორაძეს  ტელეკომპანია „რიონის“ ლობირების მცდელობაში თავად ტელევიზიის ხელმძღვანელი ადანაშაულებს .

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტელერადიოკომპანია „რიონთან“ აღებული ხელშეკრულება გაწყვიტა და ტელევიზიას   საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის  გათვალისწინებული თანხის ნაწილი, 28 ათასი ლარი ჩამოაჭრა. მომხდარს ტგელევიზიის ხელმძღვანელმა თამარ ღვინიანიძემ პოლიტიკური შეფასება მისცა და განაცხადა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გოჩა თევდორაძის პირად ინტერესებს  ემსახურება.

„პირდაპირ ვაცხადებ, ეს არის ზეწოლა ტელევიზიაზე, რომელსაც ახორციელებს გოჩა თევდორაძე. ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ციცი ჯინჯიხაძე, ჩემთან  შეუთანხმებლად,  რადიოს დირექტორთან ნინო ძოწენიძესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საავტორო გადაცემებში მათი წარმომადგენლების მოსაწვევად. მანამდე კი იყო მცდელობა, ტელევიზიის ეთერი დაეკავებინათ და მოეხდინათ კონტროლის აღება. ამ მიზნით დამიკავშირდა „ალიანსის“ წარმომადგენლობა და შემომთავაზა, ვითომ მოსახლეობის თხოვნით, ტელევიზიის საეთერო დრო დამეთმო სტუდია „ობიექტივის“ 8-საათიანი მაუწყებლობისთვის, რაც იმას ნიშნავდა, რომ თანამშრომელთა ნახევარი მაინც სახლში უნდა გამეშვა. ეს იყო პირდაპირი მცდელობა ტელევიზიის საეთერო სივრცის დაკავებითვის,“- განაცხადა  ტელერადიოკომპანია „რიონის“ გენერალურმა დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომას საგანგებოდ ესწრებოდა.

მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა.  

„ჩვენ არ ვაუქმებთ ხელშეკრულებას, ეს, უბრალოდ, არის დროებითი მოვლენა, რადგან გაჩნდა სხვა საჭიროება, კერძოდ, მედიკამენტებით დახმარების პროგრამა საჭიროებდა დამატებითი თანხების გამოყოფას. მინდა განვმარტო, რომ ტელევიზიასთან  ურთიერთობას არ ვწყვეტთ. მომავალში არ არის გამორიცხული მისი ყოველწლიური დაფინანსება არა 40 ათასი, არამედ 60 ათასიც კი იყოს,“ - განაცახადა საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტელერადიოკომპანია „რიონი“ საინფორმაციო მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ყოველწლიურად 40 ათასი ლარით ფინანსდება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ტელევიზიის ეთერში გადაიცემა ინფორმაცია ქუთაისის საკრებულოს მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ, მათ შორის, ხდება საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერებისა და აუქციონების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. როგორც თამარ ღვინიანიძე ამბობს, გოჩა თევდორაძეს სწორედ იმ ობიექტების სიის საჯაროდ გამოცხადება არ სურდა, რომელებიც აუქციონზე გამოდიოდა გასაყიდად.

„რასაკვირველია, გოჩა თევდორაძეს არ სურდა ინფორმაციის გასაჯაროება გასაყიდ ობიექტთა სიაში შეტანილი ქონების შესახებ, რადგან აუქციონზე გამოტანილი ლოტების დიდი ნაწილი მას წინასწარ ჰქონდა შესყიდული,“ -განაცხადა თამილა ღვინიანიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1802
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია