დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კობა დავითაშვილი: „დასაჭერი კიდევ ბევრია და დაჭერები ლაპარაკის ნაცვლად“
2013/05/28 17:16:00

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის, დაკავებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში კობა დავითაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „დასაჭერი კიდევ ბევრია და დაჭერები ლაპარაკის ნაცვლად“. კოლეგას უმცირესობის წევრი, მიხეილ მაჭავარიანი, გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ დღევანდელმა მმართველმა გუნდმა ეს გზა აირჩია და ამით ცდილობს მიმდინარე პროცესების გადაფარვას. როცა ის ვერ აძლევს პურს მოსახლეობას, სანახაობას თავაზობს მათ. მე მიმაჩნია, რომ ვანოს ციხეში  ორი თვით არყოფნა, ხელს არ შეუშლიდა გამოძიებას“. - ამბობს მაჭავარიანი.

მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა კიდევ ერთ საკითხს. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამოძიების წინააღმდეგი. ისინი უბრალოდ, ფიქრობენ, რომ ვანო მერაბიშვილისთვის 2-თვიანი წინასწარპატიმრობის შეფარდება უსაფუძვლოა.

„ქვეყანაში ძალიან ბევრი სხვა სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს, მაგალითად, ბაჩო ახალაიასი. თქვენი თვალით ხედავთ, რომ სასწრაფოდდა სახელდახელოდ შეთითხნილი ბრალდებები შემდეგდომინოსავით იშლება. ასე მოხდა ნიკა გვარამიაზე, ბაჩო ახალიაზე, ალექსანდრე ხეთაგურზე და იგივე გამეორდება ვანო მერაბიშვილზეც. ეს არის პრობლემა, თორე დაჭერა რა პრობლემაა, ისედაც ყველაფერი მათ ხელში არის.“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციები გამართა. მათი განცხადებით, გენერალური მდივნის დაპატიმრების გამო პარტია სრულფასოვან პოლიტიკურ ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1811
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია