დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ნაციონალების“პროტესტმა შესაძლოა უფრო ფართო ხასიათი მიიღოს
2013/05/28 15:07:46

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაანონსებული აქცია გამართეს, აქცია, პარალელურად, საქართველოში მოქმედ ყველა საოლქო პროკურატურასთან გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები ვანო მერაბიშვილის დაკავებას აპროტესტებენ. პროკურატურასთან იმყოფებოდნენ როგორც ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

გია თევდორაძე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გამართული აქციით გააპროტესტა ვანო მერაბიშვილის უკანონო დაკავება. რადგან ვანო მერაბიშვილი არის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ეს სამართლიანი იყოს. მისი დაკავება არის ბოლომდე პოლიტიკურად ანგაჟირებული.

ჩვენ გავაპროტესტეთ არა მარტო ერთი ადამიანის, არა მარტო ჩვენი გუნდელის დაკავება, არამედ, ზოგადად, ის ტენდენცია, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ბოლო პერიოდისთვის, რაც, თავის მხრივ,  ნიშნავს პოლიტიკურ დევნებს. საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა, არც რუსეთი და არც უკრაინა, სადაც პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე უნდა მოხდეს ადამიანების დაკავება.“

საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი, გამართული აქციის გამო, დღეს პარლამენტში

მიმდინარე სხდომას არ დაესწრო, აკაკი ბობოხიძის განცხადებით,მათ აქვთ მიზეზი არ დაესწრონ დღევანდელ სხდომას. ეს მიზეზი კი „ნაციონალებზე“ განხორციელებული შეტევებია. მანვე აღნიშნა, რომ დაგეგმილ პრაიმერში არ მიიღებენ  მონაწილეობას, რადგან ერთ-ერთი ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი ხელისუფლების მიერაა დაკავებული.

ბობოხიძე არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალების"პროტესტმა უფრო ფართო ხასიათი მიიღოს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია