დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის
2013/05/28 11:49:05

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის.

პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული გმირის წოდების პირს მინისტრის ხელფასის ოდენობის ფულადი კომპენსაცია უნდა დაენიშნოს.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული გმირის წოდება და მინდა, შემოვიტანო საკანონმდებლო ინიციატივა, რომ მას, ვისაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება, არ აქვს მნიშვნელობა, სიცოცხლეში იქნება ეს, თუ სიკვდილის შემდეგ (ვისურვებდი, რომ ბევრს სიცოცხლეშივე მიენიჭოს), მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელფასი ჰქონდეს იმ ოდენობით, რამდენიც აქვს მინისტრს. თუკი ვინმეს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, უპირველესად, უნდა იყოს ეროვნული გმირი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით,  კანონპროექტი   პარლამენტში განსახილველად უახლოეს დღეებში შევა.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი ინიციატივის შესახებ 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე  სამი ოფიცრის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ: ბესიკ მჟავანაძე, გარიკ არამიანი და მალხაზ წიქორიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია