დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
2013/05/27 14:55:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად  ბათუმში 1988 წელს დაბადებული გიგა ბ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული  ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული 16,67 გრ ნარკოტიკი  3,67 გრ „ჰეროინს“ შეიცავს.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიგა ბ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც   8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია