დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განაწყენებული მერობის კანდიდატები საპრეტენზიო კომისიას მიმართავენ
2013/05/25 17:19:42

დაწუნებულმა, განაწყენებულმა არასამთავრობოებმა კი კომისიისგან პასუხი მოითხოვეს

ქუთაისის სამოქალაქო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები ქუთაისის მერობის შესარჩევ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდობლობას უცხადებდნენ, რადგან არ მოსწონდათ კომისიის შემადგენლობა. კომისიის შემადგენლობაში არ აღმოჩნდნენ საზოგადოებისთვის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ და „ბაღის კიდის საზოგადოება“. კომისიამ გადაწყვიტა, გადაეხედა აღნიშნული საკითხისთვის და დაემატებინა იმ არასამთავრობოთა წარმომადგენლები, ვინც სურვილი გამოთქვა და განცხადებით მიმართა მათ. კომისიამ არჩევანი შეაჩერა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებზე, რამაც სხვა არასამთარობოების პრეტენზია გამოიწვია. საკუთარი უკმაყოფილება გამოთქვეს „ბაღისკიდის საზოგადოების“ და „იმერეთისა რეგიონის ფსიქოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარეებმა. ამ საკითხთან დაკავშიერებით შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, მათ ვერ მიიღეს პასუხი, თუ რატომ არ შეაჩერეს არჩევანი მათზე. საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის თქმით, შეირჩა ისეთი ორგანიზაციები, ვისაც მონიტორინგის გამოცდილება გააჩნდა.

ალეკო ბაძგარაძე („ბაღისკიდის საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი): „წერილი გავუგზავნე რეგისტრირებული და არც მე არ ვიცი პასუხი, რატომ ვერ მოვხვდი. არაობიექტურად სურთ, ჩაატარონ კონკურსი და ეს ახსნა აქვს. ამ უხეირობას, რასაც ესენი აკეთებენ, 1 ოქტომბერს დაესვა წერტილი, მაგრამ კიდევ იმ ძალას უნდა მოსვლა.“

ქუთაისის მერის შესარჩევი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაწუნების შემთხვევაში, მერობის კანდიდატები საპრეტენზიო კომისიას მიმართავენ საჩივრით. მერიაში შექმნილ ამ სახელწოდების კომისიას ქალაქის საკრებულოს წევრი რაულ ქორჩილავა ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები კი საკრებულოს იურისტები არიან.

თუმცა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, საზოგადოების ნაწილი დიდ ნდობას არც საპრეტენზიო კომისიას უცხადებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1867
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია