დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამინისტროს განცხადება გარდაცვლილი პატიმრის შესახებ
2013/05/24 13:02:21

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განდაცვლილი პატიმრის, ლევა კორტავას თაობაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სრეციალურ  განცხადებას არვცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

2013 წლის 23 მაისს ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მსჯავრდებული ლ.კ. გარდაიცვალა.

2013 წლის წლის 12 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებიდან #14 დაწესებულებაში სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაყვანილი იქნა 64 მსჯავრდებული, მათ შორის მსჯავრდებული ლ.კ. 

საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მსჯავრდებულმა სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში  მიიღო დაზიანებები. პირველადი ინფორმაციით, ლ.კ.-მ დაზიანებები პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიიღო. ტრავმების გამომწვევ მიზეზებს იკვლევს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკთხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. 

მსჯავრდებულ ლ.კ-ს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ზ.ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს ეროვნულ ცენტრში.  სამწუხაროდ, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 2013 წლის 23 მაისს, 12:00საათზე მსჯავრდებული ლ.კ გარდაიცვალა.

გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზია ქალა-ტვინის და ქალა-სახის დახურული ტრამვა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ზუსტი დიაგნოზი ცნობილი გახდება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ.

მსჯავრდებულის სხეულის დაზიანების ფაქტზე 2013 წლის 13 მაისიდან პროკურატურის ზედამხედველობით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო სამმართველო. გამოძიების შედეგები დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია