დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ფეროს“ გაფიცულ მუშებს ლაბორანტებიც შეუერთდნენ
2013/05/23 14:10:51

ზესტაფონში ფეროშენადნობი ქარხანის გაფიცულ მუშებს დღეს ქარხნის ლაბორატორიის თანამშრომლები შეურთდნენ. იმერეთში პროფკავშირების წარმომადგენელის ირაკლი იობიძის განცხადებით, თუკი ლაბორატორია არ იმუშავებს, შეუძლებელი იქნება ღუმელის მუშაობა, რაც ქარხნის პარალიზებას გამოიწვევს.

ქარხნის მუშები, მეოთხე დღეა, რაც გაიფიცნენ, რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურესი  ფორმა, შიმშილობა დაიწყო. არაა გამორიცხული, რომ ფეროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალონ.

„ქარხანაში დასაქემებული მუშები შიმშილობას აგრძელებენ, შიმშილობა მათ გაფიცვის მეორე დღეს დაიწყეს, მაგრამ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თხოვნით, შეწყვიტეს, თუმცა დღეს ისევ დაიწყეს შიმშილობა, რადგან ადმინისტრაცია არ აპირებს მოლაპარაკებაზე წამოსვლას და ამ ხალხს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკების დასაწყებად ისინი ქარხანაში შევიდნენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ხალხი ქარხანაში თვეებისა და წლების განმავლობაში ელოდებოდა ადმინისტრაციიდან დაპირებების შესრულებას, რომლებსაც თავიდანვე ეტყობოდა, რომ ტყუილი იქნებოდა, რადგან ადმინისტრაცია არ ჯდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან და  არ აწერდენ ხელს არანაირ მემორანდუმს და ხელშეკრულებას, ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო ფართომასშტაბიანი გაფიცვა მათ წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულკი უფლებების შესაბამისად,“ – განაცხადა psnews.ge-სთან საუბრისას საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელმა იმერეთში ირაკლი იობიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია