დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმრობის შეფარდებას ადვოკატები უსამართლობად მიიჩნევენ
2013/05/23 11:54:09

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაცვის მხარემ პირველი კომენტარები გააკეთა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატს, გიორგი ჩივიაშვილს მიაჩნია, რომ  მერაბიშვილისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება უკანონოა. შესაბამისად, ის ელოდება განჩინებას და ამის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ჩივიაშვილის განცხადებით, ბრალდების არგუმენტები უსაფუძვლო იყო და მერაბიშვილის დაკავების მიზეზი არ არსებობდა.

„ბატონი მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი სისტემატურად დადიოდნენ დაკითხვებზე და თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, მათ გადაკვეთილი აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და დაბრუნებულები არიან ქვეყანაში. ამ მარტივი მიზეზების გამო, სრულიად გაუგებარია, რატომ მიიღო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება,“ - ამბობს ადვოკატი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით კი, მათ ჯერჯერობით მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზულუციო ნაწილი აქვთ ჩაბარებული. ისინი განჩინებას მას შემდეგ გაასაჩივრებენ, რაც დეტალურად გაეცნობიან, თუ რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება. ჩივიაშვილის თქმით, ის აწარმოებს ზურაბ ჭიაბერაშვილის ოჯახთან მოლაპარაკებას და გირაოს უახლოეს პერიოდში გადაიხდიან. ჭიაბერაშვილი პატიმრობიდან 20 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი კი ამჟამად ქუთაისის ციხეშია გადაყვანილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია