დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განთავისუფლებული თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ
2013/05/23 11:16:57

ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ?

ქუთაისის ეროვნული სამედიცინი ცენტრიდან 30-მდე თანამშრომელი, ცენტრში მიმდინარე რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროექტის ფარგლებში, სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს. როგორც განთავისუფლებულები აცხადებენ, მათ საავადმყოფოსთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ჰქონდათ, თუმცა საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ისინი 16 მაისს საკონფერენციო დარბაზში დაიბარა და გამოუცხადა, რომ პირველი ივნისისთვის სამსახურები თავისი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პირად საქმეს გაუფუჭებდნენ, რის გამოც სხვა სამსახურშიც ვერ დაიწყებენ მუშაობას.

როგორც თანამშრომლები აცხადებენ, მათი განთავისუფლება გასული წელსაც იგეგმებოდა, თუმცა ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“გამარჯვების შემდეგ, მათი განთავისუფლების პროცესი დროებით შეჩერდა. თანამშრომლები მათი დათხოვნის მიზეზად სწორედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ასახელებენ და აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ისინი, იმისათის გაანთავისუფლა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭერდნენ მხარს.

ნანული გიორგაძე, ეროვნული სამედიცინო ცენტრის ადვოკატი: „განთავისუფლებულ თანამშრომელთა შორის 20 ადამიანი მუშაობდა ყოფილ დედათა და ბავშვთა სამსახურში, რომელიც „ალდაგი ბი სი აის“ კუთვნილმა „ჩემი ოჯახის კლინიკამ“ შეიერთა. ჯერ ერთი, საკითხავია, რატომ გაანადგურეს ასეთი მნიშვნელობის სამსახური, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს წარმატებით ემსახურებოდა? მეორეც – სამშობიარო ისეთი ფაქიზი თემაა, რომ მას აუცილებლად ესაჭიროება ადვოკატი, თუმცა ჩემს ამჟამინდელ მოვალეობას, საავადმყოფოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არა ადვოკატობა, არამედ მხოლოდ მეთვალყურეობა წარმოადგენს, ისეა ყველაფერი სახეშეცვლილი, რომ აქ თავმოყვარე ადამიანი არ უნდა ჩერდებოდეს, მაგრამ დღეს რა მუშაობს, რომ სხვაგან წავიდე. იძულებულს ხდიან ხალხს, საზღვარგარეთ წავიდნენ. მე, პირადად, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ და ეს სამსახური სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩემთის და ასე უმიზეზოდ რომ მიშვებენ, ეს სწორი საქციელია ადმინისტრაციის მხრიდან?“

ხათუნა ჩოგოვაძე, ეროვნული სამედიცინო ცენტრის ეკონომისტი: „როგორ შეიძლება ხელშეკრულების დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, ახსნა-განმარტების გარეშე, გაანთავისუფლო თანამშრომლები? ეს არაა რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის ფარგლებში მიმდინარე პროცესი, უბრალოდ, ხელმძღვანელობას არ მოსწონს ის, რომ ჩვენ მათ ყოველ უსაფუძვლო მოთხოვნას არ ვასრულებთ, რაც გახდა კიდეც ჩვენი განთავისუფლების მიზეზი. ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ სამსახური შევინარჩუნოთ. დავუკავშირდით პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, ეკა ბესელიას და ჩვენი მდგომარეობის შესახებ ვაცნობეთ, ასევე საქმის კურსში ჩავაყენეთ კობა დავითაშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ვიბრძოლებთ და ჩევნს უფლებებს ბოლომდე დავიცავთ, ვინაიდან ჯერ ერთი, რომ გვიყვარს სამსახური, რომელსაც ამდენი წელია, ვემსახურებით, და მეორეც, ჩვენ ამ ხელფასზე ვართ დამოკიდებული, ყველა ჩვენთაგანს ბანკიდან სესხი გვაქვს გამოტანილი და სამსახურის გარეშე როგორ გადავიხდით? ჩვენზე ხომ უნდა იფიქროს ვინმემ?“

რატომ მოხდა თანამშრომელთა დათხოვნა გაუფრთხილებლად, რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის ფარგლებში რამდენი თანამშრომლის განთავისუფლება იგეგმება, რა დარღვევები აქვს „ალდაგი ბი სი აის“ თანამშრომლებთან ურთიეთობაში და რა პასუხები აქვს მომხდართან დაკავშირებით ცენტრის დირექტორს, ანჟელა ორჯონიკიძეს, ვრცლად ამის შესახებ იხილეთ „P.S.“-ის მომდევნო, ორშაბათის ნომერში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1822
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია