დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიაბერაშვილს გირაო, ხოლო მერაბიშვილს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
2013/05/23 00:20:13

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა, ცოტა ხნის წინ, გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც, ზურაბ ჭიაბერაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება, ხოლო ვანო მერაბიშვილს ორთვიანი წინასწარპატიმრობა შეეფარდა. ჭიაბერაშვილმა 20 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება, მას თანხის დასაფარად 30 დღე აქვს მიცემული. ადვოკატების განცხადებით, თანხას, სავარაუდოდ, დღესვე დაფარავენ და კახეთის რწმუნებული, შესაძლოა, დღესვე გამოუშვან წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. მერაბიშვილის მომავალი სასამართლო პროცესი ერთი თვით გადაიდო.  

პროკურატურა მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სახელმწიფო თანხების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, გამოძიება მერაბიშვილს ბრალს სდებს სხვისი ქონების, ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების  მითვისებაში. 

ნ.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია