დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ჭიაბერაშვილი გაათავისუფლეს
2013/05/23 11:08:48

კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულს ზურაბ ჭიაბერაშვილს ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც  დაკავებულის ოჯახის წევრებმა სასამართლოს მიერ გირაოს სახით დაკისრებული 20 000 ლარი გადაიხადა.

გავრცელებული ინფორმაციით კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი უკვე გადაყვანილია თბილისის ნომერ მეცხრე დაწესებულებაში, ე.წ. “მატროსოვის ციხეში.“

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს განაჩენი  გუშინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოუტანეს, მათ ბრალი სამი მუხლით წაუყენეს. ბრალდებულებს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასა და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს. ვანო მებრაბიშვილს ამასთა ერთდ, ბრალად ედება სხვისი ქონების მისაკუთრება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია