დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რეფინანსირების განაკვეთი შეეცვალა
2013/05/22 22:20:37

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეფინანსირების განაკვეთის ზედა ზღვარი 2 პროცენტით განისაზღვრა„,- ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვერდაზე განაცხადა.

როგორც ქადაქიძემ აღნიშნა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაში არის პრობლემები,  განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

„აუცილებელია ამ ორგანიზაციების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესდეს რეფინანსირების საკომისიოს  2 პროცენტიანი ზღვარი. ეს  გულისხმობს იმას, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უწესდება ზედა მაქსიმალური 2 პროცენტიანი ზღვარი, რომელიც შეუძლია, მოთხოვოს კლიენტს  სესხის წინმსწრებად დაფარვის ან სხვა ბანკში სესხის გადატანისას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ინიციატივა სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია