დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დააკავებენ თუ არა მერაბიშვილს?
2013/05/21 12:37:12

ვანო მერაბიშვილი პროკურატურაში, ეს წუთია, გამოცხადდა და შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

მერაბიშვილი, თანაგუნდელი „ნაციონალების“ მსგავსად, თვლის, რომ მისი პროკურატურაში დაბარებით ხელისუფლება ცდილობს, შეუსრულებელი დაპირებებისგან ხალხის ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.

„მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, იყო დასაქმება. სამწუხაროდ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არ დაგვცალდა. ალბათ, სიმბოლურია, რომ დღეს მე მიწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მთავარი პრობლემა ქვეყანაში ის არის, რომ სოციალური აგენტების მიერ შემოსული 600 ათასი ანკეტა ახალი ხელისუფელბის არც ერთ წარმომადგენელს არ უნახავს. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა არ ფიქრობს მთავარი პობლემის – დასაქმების მოგვარებაზე. ბოლო თვეებში არათუ შექმნილა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ 82 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ჩემს დაკითხვასთან ერთად, კარგი იქნებოდა, თუ მთავრობა დაიწყებდა თითოეული ქართველის პრობლემის – დასაქმების პრობლემის – მოგვარებას,“ – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

დატოვებენ თუ არა დაკითხვის შემდეგ პროკურატურის შენობას ქუთაისში ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა დღეს ის და ვანო მერაბიშვილი პროკრატურამ დააკავოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1732
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია