დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის თანამშრომლები შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს
2013/05/20 19:10:32

ქალაქ ქუთაისიის მერიის ყველა თანამშრომელს, მათ შორის: სამსახურის უფროსებს, მოადგილეებსა და თანაშემწეებს, განცხადებები დაურიგდათ. განცხადებაში ნათქვამია:

„მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე, თქვენი შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების შემთხვევაში, გათავისუფლდებით დაკავებული თანამდებობიდან...“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს გაფრთხილებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გია უკლება, მერიაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესს 19 აპრილის აქციას უკავშირებს. მისი თქმით, სამსახურიდან მხოლოდ იმ პირებს გაათავისუფლებენ, რომლებიც პარტიის მიერ დაგეგმილ აქციზე მიიღეს მონაწილეობა.

„ეს რეორგანიზაცია კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ქუჩაში გაყრაა. განცხადებები მხოლოდ თბილისში, 19 აპრილის აქციაზე მისულ პირებს დაურიგდათ“. - ამბობს უკლება.

აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულსა და არასერიოზულს უწოდებს საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი. მისი მტკიცებით, შესაძლო გათავისუფლების შესახებ გამაფრთხილებელი განცხადებები ყველა თანამშრომელს დაურიგდება.

„ეს მოყვება იმ პროცესს, რასაც ჰქვია რეორგანიზაცაა, სადაც აუცილებელი მოთხოვნაა ყველა თნამშრომელი წინასწარ იყოს გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. აქციას  და სხვა მსგავს პროცესებს არანაირი კავშირი არა აქვს ამ ყველაფერთან. ძალიან უნდათ, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი სამსახურიდან მოხდება თანამშრომლების გათავისუფლება“. - განაცხადა მარგველაშვილმა.

ინფორმაციისთვის: ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა“ ქალაქის მერის შემსრულებელს, ნიკო კაჭკაჭიშვილს, რამდენიმე კვირის წინ მიმართა განცხადებით. აღნიშნული ფრაქციის წვრები ითხოვდნენ, რომ კაჭკაჭიშვილს მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა საკრებულოსთვის წარედგინა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1814
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია