დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლგბტ – გამოსვლა „იატაკქვეშეთიდან“?
2013/05/16 13:54:19

ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევრს საუბრობენ ლგბტ-ზე. დი­დი ხანი ვე­ძებდი რეს­პო­დენტს, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­­დან შეხედავ­და და გა­­ნა­ლი­ზებდა სა­კითხს.  რეს­პონ­დენ­ტი ონ­ლა­ინ რეჟიმ­ში და­მე­თანხმა ინ­ტერ­ვი­­ზე. ის ჩე­მი ერ­თი მე­გობრის სა­შუ­­ლებით მო­ვი­ძიე ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში და 17 მა­­სის აქ­ცი­ის შე­სახებ ვი­საუბრეთ. მი­სი სახელი და გვა­რი ჩემ­თვი­საც უც­ნობია, მან ასე­ვე არ გა­ამხილა სქე­სი და სექ­სუ­­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია.

 

- არატ­რა­დი­ცი­­ლი სექ­სუ­­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­­ნები და მა­თი უფ­ლებების დამ­ცვე­ლები 17 მა­ისს აპი­რებენ აქ­ცი­ის მოწყობას. თქვენ იქ­ნებით მათ გვერ­დით? 

- 17 მა­ი­სი, რა­ტომ­ღაც, ბევ­რმა აღ­ლუ­მად ჩათ­ვა­ლა. რომ გე­კითხათ, ჩემს აზრს აღ­ლუმ­ზეც მო­გახსე­ნებდით, მაგ­რამ ამ შემ­თვე­ვა­ში ამ აქ­ცი­ა­ზე გა­ვა­მახვი­ლებ ყურად­ღებას. 17 მა­ი­სი არის ჰომო­ფობიას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე. ამ დღეს იგეგ­მება 30 წუ­თი­ა­ნი მდუ­მა­რე აქ­ცია იმ ადა­მი­ა­ნების ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­გებად, რომ­ლებიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დასხვა ქვეყანა­ში ჰომო­ფობიის მსხერ­პლნი შე­იქ­მნენ. რა თქმა უნ­და, მივ­დი­ვარ ისე­ვე, რო­გორც წი­ნა წლებში. ეს ერ­თგვა­რი სო­ლი­და­რობაა.  სო­ლი­და­რობა კი ნების­მი­ერ ჰუმა­ნუ­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს უნ­და გა­აჩ­ნდეს.

- შარ­შან ერ­თმა ჩემ­მა რეს­პონ­დენ­ტმა, რო­მე­ლიც გეი გახლავთ, ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­ნაცხადა, რომ გა­მოს­ვლების და აქ­ციების მოწყობა სა­ჭი­რო არა­ა, რად­გან პი­რა­დი ცხოვ­რება სა­კუ­თარ ჭერს იქით არ ჩანს და ვერც აგ­რე­სი­ას ხედავს  ორი­ენ­ტა­ცი­ის გა­მო. უფ­რო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხასი­­თი აქვს ამ აქ­ციებს და სა­ზო­გა­დოების ნა­წი­ლიც ამი­ტომ არის აგ­რე­სი­­ლიო. ეთანხმებით ამ მო­საზ­რებას?

- რა არის პი­რა­დი ცხოვ­რება? პი­რა­დი ცხოვ­რება ზოგს ისე ეს­მის, თით­ქოს ის სა­კუ­თა­რი ჭერს არ სცდებოდეს. პი­რა­დი ცხოვ­რება  სხვა რა­მეა: ესაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლება, იცხოვ­როს ისე, რო­გორც მას სურს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პი­რა­დი ცხოვ­რების პა­ტი­ვის­ცე­მა გუ­ლისხმობს პი­რის ფი­ზი­კურ და მო­რა­ლურ ხელ­შეუხებლობას. პი­რა­დი ცხოვ­რების სრულ­ფა­სო­ვა­ნი უფ­ლება ეფუძ­ნება ინ­დი­ვი­დის პი­რა­დი ცხოვ­რების პა­ტი­ვის­ცე­მას. იგი  გუ­ლისხმობს ინ­დი­ვი­დის პი­რად ცხოვ­რებაში ჩა­უ­რევ­ლობას,  სხვა ადა­მი­ა­ნებთან ურ­თი­ერ­თობის დამყარებასა და გან­ვი­თა­რებას. ესაა (მოკ­ლედ) ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტება. ახლა ვნახოთ, რა ხდება აქ? ჩვენ ვამბობთ, გეებმა რაც უნ­დათ, ის აკე­თონ თა­ვინთ სა­ძი­ნებლებში, მაგ­რამ რა­ტომ ფიქ­რობენ, რომ მხოლოდ სექ­სით ამო­ი­წუ­რება ჰომო­სექ­სუ­ა­ლი ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თობა თა­ვის პარ­ტნი­ორ­თან, ან საყვა­რელ ადა­მი­ან­თან? სა­ზო­გა­დობის ნა­წი­ლი იღებს ჰომო­სექ­სუ­ალს  მხოლოდ რა­ღაც ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვით: „ჩვენ ნუ ვნახავთ...“ რას ნიშ­ნავს თქვენ ნუ ნახავთ? გა­მო­დის, სა­ზო­გა­დოება თა­ვის­თა­ვად ახდენს ამ სრუ­ლი­ად უწყინა­რი ფრა­ზით: „მე ნუ ვნახავ“ ჰომო­სექ­სუ­ა­ლის მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ას და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კეტ­ვას და იდენ­ტობის ღი­ად გა­მოხატ­ვა­ზე იმ­თა­ვით­ვე იმ­პე­რა­ტი­უ­ლად, მაგ­რამ მოწყალედ მი­უ­თი­თებს: შე­ი­კე­ტოს სა­კუ­თარ ჭერ­ში. არა­და, თვით­შეგ­ნების ამაღ­ლება სწო­რე­დაც რომ ამ „ია­ტაქ­ვე­შე­თი­დან“ გა­მოს­ვლა­ზეა და­მო­კი­დებული, რაც უფ­რო გაც­ნობიე­რებული აქვს გე­ის თა­ვი­სი რაობა, მით ჯან­სა­ღად ინ­ტეგ­რირ­დება სა­ზო­გა­დოებაში და თა­ვი­სი ღირ­სების გრძნობაც უვი­თარ­დება.

- არი­ან თუ არა ჰომო­სექ­სუ­­ლები აგ­რე­სი­ის ან ძა­ლა­დობის მსხვერ­პლნი? 

- უდა­ვოდ. აქ­ვე ლო­გი­კუ­რი კითხვა,  რო­მელ­საც  სა­ზო­გა­დოება სვამს: კარ­გი, რა, ნა­ცე­მი გეი სად გი­ნახავთ? თქვენ გეი სა­ერ­თოდ გი­ნახავთ?  არ­სებობს მი­თი, რომ ქარ­თვე­ლი გე­იც კი არ არ­სებობს. ეს ხუმ­რობით. ისე კი,  ძა­ლა­დობის ფაქ­ტები ძა­ლი­ან ხში­რია.  უბრა­ლოდ,  არ ხდება ამის აფი­ში­რება. გეები სა­ზო­გა­დობამ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ან­დერ­გრა­უნ­დში მო­აქ­ცია და ისი­ნი თა­ვი­ანთ პრობლე­მების გა­საჯაროებაზე უარს აცხადებენ.  ის, რომ ზო­გი­ერ­თი გეი არა­ნა­ი­რად არ გა­ნიც­დის დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, გე­თანხმები. არ­სებობენ ფა­რუ­ლი გეები, რომ­ლებიც სა­ზო­გა­დობაში სხვა­დასხვა ნი­ღაბს ამო­ფა­რებულ­ნი, ახერხებენ გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტებების მიღ­წე­ვა­საც კი. ზო­გი­ერ­თი, პი­რი­ქით, თვით­დამ­კვიდ­რების­თვის, ან კა­რი­ე­რუ­ლი წინ­სვლის­თვის, ან, უბრა­ლოდ ეჭ­ვის თა­ვი­დან ასა­რი­დებლად თვი­თონ იწყებს გეების დევ­ნას და საჯაროდ აფიქ­სი­რებს მკვეთ­რად გა­მოხატულ უარყოფით და­მო­კი­დებულებას.

- ხდება თუ არა ამ ტი­პის აქ­ციებით არატ­რა­დი­ცი­­ლი სექ­სუ­­ლუ­რი ურ­თი­ერ­თობის პრო­პა­გან­და?

- მე ვთვლი, რომ არ ხდება. სა­ზო­გა­დოებას მხოლოდ ერ­თე­უ­ლი შემთხვე­ვები თუ ახსოვს გეების და ტრან­სსექ­სუ­ა­ლების ცხოვ­რების სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნი­სა. ამა­ში ლო­მის წვლი­ლი  მას­მე­დი­ას მი­უძ­ღვის. მათ გა­მოიყვა­ნეს „ტრან­სსექ­სუ­ა­ლის“ და „გე­ის“ შე­ფუთ­ვა­ში პერ­სო­ნები, გა­ა­კე­თეს გა­და­ცე­მა და მიყიდეს სა­ზო­გა­დოებას ეს გა­და­ცე­მა, გან­სა­კუთ­რებული ინ­ტე­რე­სის გა­მო, ექოს ეფექ­ტით. კი­დევ რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა მოჰყვა ამას (რამ­დნი­მე წლის წინ) და ამით დას­რულ­და. არა­ვინ ახდენს თა­ვი­სი ცხოვ­რების წე­სის პრო­პა­გან­დას, ანუ არა­ვინ მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დოებას: შე­მო­მი­ერ­თდით და ჩვენ გა­ზი­ა­რებთ ჭეშ­მა­რი­ტებას. საქ­მე სხვაგ­ვა­რა­დაა. რო­ცა ზო­გა­დად საქ­მე ეხება იმას, ჩა­ა­ტა­როს თუ არა ლგბტ თემს მი­კუთ­ვნებულ­მა ადა­მი­ან­მა აქ­ცი­ა, თუნ­დაც 17 მა­ი­სი, ჰომო­ფობიას­თან ბრძო­ლის დღი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი. რა­ტო­მაც არა?  შეკ­რების უფ­ლება აქვს ყვე­ლას, კონ­სტი­ტუ­ცი­ის 25-ე მუხლის თა­ნახმად. ვე­რა­ვინ წა­არ­თმევს მე­ო­რე ადა­მი­ანს ამის უფ­ლებას, თუ­კი ის კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ში ექ­ცე­ვა და თა­ვის კა­ნო­ნი­ერ შეკ­რების და გა­მოხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლების განხორ­ცი­ე­ლებას მო­ინ­დო­მებს. ის, რომ ვი­ღა­ცის აგ­რე­სია უჩ­ნდება ჩე­მი და ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ნების ერ­თად შეკ­რებაზე კა­ნო­ნის­მი­ერ ჩარ­ჩოებში, არა­ნა­ი­რად არ მა­ვალ­დებულებს, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო არა­სა­მარ­თლებრი­ვი გუ­ლისწყრო­მა და უა­რი ვთქვა კონ­სტი­ტუ­ცი­ით მო­ნი­ჭებული  შეკ­რების და გა­მოხატ­ვის უფ­ლებაზე. სახელ­მწი­ფოს წი­ნა­შე ორი­ვე­ნი მო­ქა­ლა­ქეები ვართ. კა­ნო­ნი უზე­ნა­ე­სია.

- წი­ნა წლებთან შე­და­რებით, სა­სუ­ლი­­რო წრეებიც უფ­რო ლმობიე­რად გა­მოხატა­ვენ პო­ზი­ცი­ას. „ქვეყანა­ში, სა­დაც მო­სახლეობის აბსო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სობა იმ ტრა­დი­ცი­­ლი რე­ლი­გიების მიმ­დე­ვა­რია, რომ­ლის მოძ­ღვრების მიხედ­ვით ერ­თსქე­სი­ან ადა­მი­ან­თა სქე­სობრი­ვი ურ­თი­ერ­თობები ცოდ­ვად მი­იჩ­ნე­ვა, 2012 წლის 17 მა­­სის მსგავს პრო­პა­გან­დის­ტულ აქ­ციებზე სა­ზო­გა­დოებას ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლება აქვს, მშვი­დობია­ნი, არა­ძა­ლა­დობრი­ვი ფორ­მით გა­მოხატოს პრო­ტეს­ტი“, - აცხადებენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში. ეს სა­ზო­გა­დოების ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მიღ­წე­ვად შე­იძ­ლება ჩავ­თვა­ლოთ?

- ვერ ვიქ­ნები კომ­პე­ტენ­ტუ­რი და ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნის გად­მო­სახედი­დან. ერ­თის თქმა შე­მიძ­ლია: რა თქმა უნ­და. ყვე­ლას აქვს შეკ­რების და  სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლება, რო­მე­ლიც ძა­ლა­დობის­კენ არ მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქეებს. ჩვენ ვცხოვ­რობთ დე­მოკ­რა­ტი­ულ სახელ­მწი­ფო­ში, სა­დაც კა­ნო­ნი უზე­ნა­ე­სია. კა­ნო­ნი   რე­ლი­გი­ურ დოგ­მებზე მაღ­ლა დგას. ამი­ტომ  შე­იძ­ლება, მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნის თვლა­საზ­რი­სით, მე უზ­ნე­ო,  ამო­რა­ლუ­რი და ცოდ­ვი­ლი ვარ, მაგ­რამ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ორი­ვე თა­ნას­წო­რები ვართ. ამი­ტომ მა­თი გა­მოხატ­ვის უფ­ლებას, თუნ­დაც ჩე­მი­ვე შეკ­რების უფ­ლების გა­საპ­რო­ტეს­ტებლად მი­მარ­თულს, ნორ­მა­ლურ და ცი­ვი­ლი­ზებულ მოვ­ლე­ნად აღ­ვიქ­ვამ.

- ზო­გი­ერ­თი პი­როვ­ნება ლგბტ-ში გა­თახსი­რებას ხედავს და სო­დომს ახსე­ნებენ სა­ზო­გა­დოებას. თვლით თუ არა, რომ არ­სებობენ ადა­მი­­ნები, რო­მელ­თაც გა­და­ჭარბებული ერო­ტი­კუ­ლი ფან­ტა­ზია და მიდ­რე­კი­ლებები აქვთ?

- სო­დომ­ზე ისევ რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნები საუბრობენ. კა­ნო­ნის თვალ­საზ­რი­სით, ჰომო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზებულია 2000 წლი­დან. ასე რომ, ჩე­მი ურ­თი­ერ­თობა ჩემ­სა­ვე სქე­სის ადა­მი­ან­თან კრი­მი­ნა­ლი არაა. სრუ­ლი­ად ვთავ­სდები კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ში. და­ნა­შა­უ­ლი  და დასჯადი პე­დო­ფი­ლი­ა, ზო­ო­ფი­ლი­ა, ნეკ­რო­ფი­ლი­ა­ა, რაც კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით ისჯება და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც.

- ისეთ ქვეყანა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ა, თქვე­ნი აზ­რით, შე­საძ­ლოა ჰომო­ფობიის ბოლომ­დე დაძ­ლე­ვა?!

- დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყანა­ში ჰომო­ფობია წახალი­სებული არ უნ­და იყოს პირ­თა და ჯგუ­ფების მი­ერ, თო­რემ ინ­დი­ვი­დი­უ­ალ ჰომო­ფობიურ განწყობას, ალბათ, კი­დევ დიდხანს ვერ გა­ვექ­ცე­ვით. ჰომო­ფობია არ უნ­და იყოს მი­სა­ღები და მი­სა­სალ­მებელი. ჰომო­ფობია სა­ზო­გა­დოებრი­ვი ნორ­მა არ უნ­და გახდეს. ესაა ამ აქ­ცი­ის მე­სიჯიც.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია