დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობოებს საკრებულოს თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მოსწონთ
2013/05/14 14:48:57

რატომ აკრიტიკებს „პატრიოტების“ გუშინდელ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“?

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლობა.  ორგანიზაციის ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, მერის კონკურსის წესით არჩევის პირობებში კონკრეტული კანდიდატის ღია მხარდაჭერა ცალსახად წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 47-ე ბრძანებულების უგულვებელყოფას. ბრძანებულების  თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის მერი და მერიის სამსახურის სხვა თანამშრომლები არჩეულ უნდა იქნან კონკურსის წესით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ.

„ალიანსის ეს განცხადება უკვე ეჭვქვეშ აყენებს კომისიის მუშაობის გამჭვირვალობას. არ შეიძლება, წინასწარ ცხადდებოდეს მხარდაჭერა კონკრეტული კანდიდატის მისამართით. თუნდაც ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კომისიის დაკომპლექტების დროს შეიტანა განაცხადი, რათა  ყოფილიყო კომისიის წევრი და მივიღეთ დაუსაბუთებელი უარი, იძლევა ეჭვის საფუძველს. კომისიის დაკომპლექტების დროს არ მოქმედებდა არანაირი წესი და ქვოტირება. მთლიანად კომისიის თავმჯდომარე წყვეტდა, ვინ უნდა ყოფილიყო  და ვინ არა მის შემადგენლობაში,“ –  განაცხადა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა. მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში ყოფნის სურვილი გამოთქვა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მაგრამ მათაც დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარტიამ და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. პარტიის ლიდერის, დავით თარხანმოურავის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ქუთაისის მერის პოსტზე მხარს დაუჭერს მხოლოდ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეულ კადრს.

„ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა ავტომატურად ნიშნავს ქუთაისის მომავალ მერს,“ – განაცხადა თარხანმოურავმა.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენს, შესაბამისად, მათზეა დამოკიდებული ქალაქის მერის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია