დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს
2013/05/14 11:49:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ჟურნალისტებს ხვდება და მათ  კითხვებს  პასუხობს.  პრეს-კონფერენცია  საზოგადოებრივი  მაუწყებლის  პირდაპირი  ეთერით  გადაიცემა.

ბიძინა   ივანიშვილის   განცხადებით, სოფლის  მეურნეობის  ყოფილი  მინისტრი  დავით  კირვალიძე  მის უწყებაში მომხდარი  ინციდენტის  შემდეგ   კულტურულად  მოიქცა.

"მინდა, თქვენი  ყურადღება  შევაჩერო  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროში განვითარებული მოვლენების  გამო. თქვენ  იცით, რომ  სოფლის  მეურნეობის  რამდენიმე  თანაშრომელი დაკავებულია. ჩემი ინფორმაციით,  პროკურატურას  აქვს  საფუძვლიანი   შეკითხვები  და საფუძვლიანი  ეჭვი.  გამოძიება  გრძელდება  და  წინასწარ  დასკვნებს  ნუ გავაკეთებთ.  მე მგონია, რომ მინისტრი ძალიან  კულტურულად  მოიქცა, როცა  გამოძიების  დასრულებამდე გადადგომის  შესახებ  განცხადება  გააკეთა" - განაცახდა ივანიშვილმა.

საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა  კომენტარი  შინაგან  საქმეთა  მინისტრის  ყოფილი პირველი  მოადგილის   დაკავებაზეც  გააკეთა  და  განაცხადა,  რომ   "გელა ხვედელიძე "ქართულ ოცნებაში" რიგითი  წევრი  არ იყო".

"იცით, რომ  შინაგან საქმეთა  მინისტრის  პირველი  მოადგილე  გელა  ხვედელიძე  დაკავებულია  იმ ინფორმაციის  გავრცელებისათვის, რაც  მან  მოახერხა და  დაარღვია  კანონი და ის, რა  თქმა უნდა, ისევე,  როგორც  ყველა მოქალაქე, დაექვემდებარება და მოიხდის სასჯელს, რასაც  კანონით  იმსახურებს.  მინდა,  ხაზი  გავუსვა  იმ  ფაქტს,  რომ გელა ხვედელიძე  არ  იყო  რიგითი  წევრი  ჩვენი  გუნდის, ის  ჯერ  კიდევ  არჩევნების  დროს იყო  ძალიან  აქტიური  და  მნიშვნელოვან  დავალებებს  ასრულებდა.

 პრაქტიკულად,  ის  ხელმძღვანელობდა  ახალ პარტიაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და კოალიციაშიც დიდი უფლებები ჰქონდა. მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის კოორდინაციას ის ხელმძღანელობდა.  მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი ხელწერა, რომ არ არსებობს დიდი თანამდებობის პირი, თუ დიდი დავალებების შემსრულებელი, კანონის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ თანაბარი და პირველ რიგში, კანონი უნდა დაიცვას პირველმა პირმა და თანამდებობის პირებმა" - განაცხადა ივანიშვილმა. 

პრემიერ-მინისტრი  პოლიტიკიდან მისი წასვლის  თემასაც შეეხო, თუმცა პოლიტიკიდან წასვლის ვადა არ დაუკონკრეტებია.
"საერთოდ პოლიტიკა ჩემ ხასიათთან თანხვედრაში არ მოდის. მე ერთს ვარწმუნებ საზოგადოებას, მე ვარ ჩემი სამშობლოს სამსახურში და ვრჩები მანამ, სანამ საჭირო ვიქნები და თუ წავალ, დავდგები უფრო რთულ ადგილზე" - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია