დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალების“ რეღვევა გრძელდება
2013/04/26 12:25:43

ქეთევან ლებანიძე

ქუთაისის საკრებულოში უმცირესობაში დარჩენილი „ნაციონალების“ ფრაქციის რღვევა გრძელდება. ამჯერად „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან კირკიტაძემ დატოვა. იგი ყოფილი „ნაციონალებისგან“ დაკომპლექტებულ ახალ პარტიას – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ქუთაისის საკრებულოში აპრილის დასაწყისში დაიშალა. ამის შესახებ დეპუტატებმა მაშინ  გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ცნობილი გახდა, ფრაქცია „ნაციონალები“ დატოვა ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილმა და ფრაქციის თავმჯდომარე კახაბერ ნემსიწვერიძემ, ხოლო ასევე „ნაციონალური“ ფრაქცია „მაჟორიტარები“ – ტარიელ მესხმა და დავით ჯანაშიამ.  ქუთაისის 25-კაციან საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“  14-წევრიანი უმრავლესობა ჰყავდა, ამ გადაადგილებებით კი იგი თითქმის დაიშალა.  დღეს ისინი უმცირესობას წარმოადგენენ და 7 წევრისაგან შედგებიან. ფრაქციდან გასულმა ყოფილმა „ნაციონალებმა“ კი ახალი პარტია – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ჩამოაყალიბეს.

„p.s.“– თან  საუბრისას კირკიტაძე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და წამოსვლის მიზეზად პირად გადაწყვეტილებას ასახელებს.

„ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან ნამდვილად წამოვედი. 23 აპრილს დავწერე განცხადება. ამის მიზეზი არც არაფერი იყო, უბრალოდ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადავდგი ეს ნაბიჯი. შევუერთდი ახლადშექმნილ პარტიას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, – აცხადებს კირკიტაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია