დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ეს არ არის მხოლოდ შიდა ნაციონალური ომი“...
2013/04/16 18:51:20

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას დღეს ვანო მერაბიშილიც გამოეხმაურა. მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერი მტკნარი სიცრუეა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩვის მცდელობა.

“psnews.ge”-მ აღნიშნულთან დაკავშირებით, უმცირესობის წარმომადგენლების კომენტარების მოპოვება სცადა. თუმცა, ისინი შეფასებებისგან თავს იკავებენ და მიზეზებზე არ საუბრობენ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით კი ისინი ამ შიდა ნაციონალურ ომში ჩარევას არ აპირებენ. თუმცა, საგამოძებო ორგანოები გარკვეული ფაქტებით უკვე დაინტერესდნენ.

„მე ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ეს იყო მხოლოდ მითი, როდესაც საუბრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მონოლითური გუნდია. შიდა დაპირისპირება ყოველთვის იყო ამ გუნდში. უბრალოდ,ხელოვნურად არ ჩანდა. ალბათ, როდესაც დგება კრიტიკული მომენტი და ეს კრიტიკული მომენტი არის არჩევნებში დამარცხება,ბევრი რაიმე უკვე სააშკარაოზე გამოდის. ვინ არის მსხვერპლი და ვინ არი სორგანიზატორი, ამის გარკვევა განცხადებების ომითა და კომენტარებით რთულიიქნება.

 ვფიქრობ,რომ ეს არის ძალიან სერიოზული გამოძიების საგანი თუ ვინ რა დოზით მონაწილეობდა დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ. ჩვენ ბუნებრივია იმ კუთხით უფრო დავინტერესდებით, რომ გამოვიძიოთ ყველა დანაშაული, მით უფრო, რომ საქმე ეხება მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. ეს არ არის მხოლოდ შიდა ომი, ამ დაპირისპირებამ ასახვა ჰპოვა ადამიანებზე და ამ ყველაფერს ემსხვერპლნე ნადამიანები“ - აღნიშნა ბესელიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია