დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად მიდიან ქუთაისის საკრებულოს ყოფილი ნაციონალი დეპუტატები?
2013/04/04 14:07:35

გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე წევრის შესაძლო გასვლის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილმა წევრმა კახა ნემსიწვერიძემ. ფრაქცია დატოვა საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა, რაულ ქორჩილავამ, ვალერი ბოჭორიშვილმა და გიორგი გოგელაშვილმა, რომელიც ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან გადავიდა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის კახა ნემსიწვერიძის განცხადებით, ის  რვა წელი იყო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარე და თვლის,  რომ ამ დროისათვის ფრაქციაში თავისი შესაძლებლობები ამოწურა, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, ფრაქცია დატოვოს.

მისივე განცხადებით, ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების საკითხზე შეჯერებული არ არიან, თუმცა დაადასტურა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში მოხვედრას არ აპირებენ.

რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, ფრაქციიდან წამოსული დეპუტატები აცხადებენ, რომ მათი მისამართით, არცერთი პარტიის მხრიდან ფრაქციის დატოვების მიზნით ზეწოლა არ განხორციელებულა.

დარჩენილმა ნაციონალებმა ახალი ფრაქცია შექმნეს, რომლის თავმჯდომარედაც გია უკლება აირჩიეს, რომელმაც ყოფილ ნაციონალებს „პოლიტიკური ცხოველები“ უწოდა, რომლებიც თანამდებობისათვის ყველაფერზე მიდიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია