დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროკურატურა შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დაბარებისგან თავს შეიკავებს
2013/03/31 10:26:14

უწყებათაშორისი  კომისია  ხელისუფლებას   რეკომენდაციას აძლევს,  რომ  შუალედური  არჩევნების  პერიოდში,  გარკვეული ტიპის საქმეებზე,  ამა თუ იმ პირის მიმართ  გამოძიების  გადავადდეს.

როგორც   უწყებათაშორისი  კომისის  თავმჯდომარის  მოადგილემ  თამარ კინწურაშვილმა გუშინ განაცხადა,  კომისია შეჯერდა ერთიან  რეკომენდაციაზე,  თუმცა  უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე  და  აპარატი  შეშფოთებას  გამოთქვამენ   ბოლო  დროს  ოპოზიციის აქტივისტთა   საგამოძიებო  ორგანოებში გახშირებული დაბარებების გამო.

კინწურაშვილის ინფორმაციით, ეს ეხება სამ რაიონს, სადაც 27 აპრილს შუალედური არჩვნები იმართება. "განსაკუთრებით  მძიმე მდგომარეობაა  ნაძალადევის  რაიონში,  სადაც პრაქტიკულად  მთელი  საარჩევნო  შტაბი  ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება" - აღნიშნა თამარ კინწურაშვილმა.

როგორც კინწურაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ გამოირიცხოს   საგამოძიებო  ქმედებების როგორც  ზეწოლის მექანიზმად აღქმის შესაძლებლობა,  უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს - უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ აქტივისტთა ან მხარდამჭერთთა მიმართ ძველ საქმეებზე  დაკითხვისგან  თავის შეკავება, გარდა ახლა ჩადენილი სამართალდარღვევებისა, რაც დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.

"რეკომენდაცია  ეძლევათ  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ საგამოძიებო  მოქმედებებისაგან  იმ  პირთა  მიმართ, ვინც ამათუ იმ ფორმით აქტიურობს რომელიმე  ოპოზიციური  პარტიის  მხარდასაჭერად,  რათა გამოირიცხოს  ძველი  საქმეების  გამოყენებით  ოპოზიციური  პარტიების  წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ან ხელის შემშლელად აღქმის შემთხვევები"  - აღნიშნა კინწურაშვილმა.

უწყებათაშორისი  კომისიის  რეკომენდაციას  იუსიტიციის სამინისტროს წარმომადგენელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  მთავარი პროკურატურა  მზადაა, შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა საგამოძიებო ორგანოებში დაბარებისგან თავი შეიკავოს.

"საქართველოს პროკურატურა მზადაა, უზრუნველყოს არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება და თავი იქნეს შეკავებული იმ კანდიდატთა დაბარებისგან საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით იმ საარჩევნო ოლქებში,  სადაც  ისინი კენჭს იყრიან. გარდა იმ შემთხვევისა,  თუკი  საპროცესო  ვადები  საწინააღმდეგოს  მოითხოვს, ან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. პროკურატურაა მზადაა, რომ ეს წესი გაავრცელოს,  ასევე,  საარჩევნო  აქტივისტ  წევრებზე"  - განაცხადა იუსტიციის  მინისტრის  პირველმა  მოდგილემ  დავით  ჯანდიერმა  უწყებათაშორის  კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

უწყებათაშორისი  კომისიის  სხდომა  ეროვნული  უშიშროების  საბჭოში  გუშინ  გაიმართა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია