დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩაშლილ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით მხარეები პირველ შეფასებებს აკეთებენ
2013/02/20 17:15:40

მოლაპარაკების პროცესის ჩაშლასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა პირველ კომენტარს აკეთებს. პროცესის ჩაშლის მიზეზად მხარეები პრინციპულ საკითხზე შეუთანხმებლობას ასახელებენ. პრინციპულ საკითხში კი  წინა ხელისუფლებისდროინდელი საჯარო მოხელეების დაკითხვების შეწყვეტა იგულისხმება. უმცირესობას ვერ წარმოუდგენია კოჰაბიტაცია ძალასთან, რომელიც მათი თქმით, პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ხოლო უმრავლესობა დამოკიდებულებას არ იცვლის: დაიკითხება და პასუხისგებაში მიეცემა ყველა ის პირი, რომელიც დანაშაულს ჩადიდოა.

უმრავლესობის პოზიცია

 „უმცირესობის მოთხოვნა გულისხმობს, რომ ყველა ტიპის თანამდედობის პირი, დაწყებული ქვეყნის მთავარი პირიდან, დამთავრებული რიგითი საჯარო მოხელით, დანაშაულის ჩადენის  შემთხვევაში, გათავისუფლედეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ეს ჩვენთვის მიუღებელია და მე არ მეგულება უმრავლესობაში არც ერთი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი, რომელიც ასეთი ტიპის მოთხოვნას დათანხმდება.“- ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

„შეთანხმება, როგორც ჩანს, ვერც მიიღწევა ნაციონალურ მოძრაობასთან და არ მიხარია ეგ. მაგრამ ადამიანებთან, რომლებმაც მოკლეს და აწამეს სერგო თეთრაძე და ბევრი სხვა ადამიანი, როგორ უნდა შედგეს კოჰაბიტაცია, ვინმემ ამიხსნას. მოლაპარაკებები იმიტომ ჩაიშალა, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურს დამნაშავეების რეაბილიტაცია ჩვენი ხელით, რათა მათ არ შეეხეოთ მართლმსაჯულება და გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან თეთრაძის და სხვათა მკვლელები, ეს არ მოხდება არასოდეს. მერე როგორ უნდა შევხედო ჩემს ამომრჩეველს თვალებში, მე იმისთვის ამირჩიეს, რომ მკვლელები და მწამებლები დაუსჯელები დარჩნენ?“ – კითხულობს უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.

„მათი ჩვეული ტაქტიკაა, რომ გაწელონ დრო. ისინი მიზნად არ ისახავენ რაიმე შეთანხმების მიღწევას. ის, რომ მათ ჩაშალეს მოლაპარაკება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მართლმსაჯულება გაგრძელდება. აუცილებელია, რომ კანონის წინაშე ყველამ პასუხი აგოს. ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმება შეუძლებელია.“– აღნიშნავს კობა დავითაშვილი.

უმცირესობის პოზიცია

 „მოლაპარაკებების დროს ჩვენს ვერსიებში  განსხავავება იყო ძალიან მცირე. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვინდა დევნის შეჩერება თვითმმართველობებსა და საკრებულოებზე. მათ ვერსიაში ეს საკითხი არ შედის მაშინ, როდესაც უმცირესობისთვის ეს საკითხი პრინციპულია.“ – აცხადებს უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი თევდორაძე.

„ალბათ, ჩვენ არ უნდა გვქონოდა იმის ილუზია, რომ მოლაპარაკებები მარტივად წარიმართებოდა. ვფქირობ, ძალიან კარგია, რომ მთელ რიგი პრინციპული საკითხებისა იქნა განხილული, საკითხების ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა დარჩენილია საკითხები, რომლებზეც შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. თუმცა, მთავარია ის, რომ ამ შეთანხმებამ სიკეთე მოუტანოს არა რომელიმე პარტიას, არამედ - ჩვენს ხალხს. ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდი და ნორმალური განვითარება და მრავალი პრობლემური საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, სწრაფად უნდა გადაიჭრას“ – განაცხადა უმცირესობიდან გიორგი ბარამიძემ.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია