დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უმცირესობისა და ფანჯიკიძის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს
2013/02/19 14:36:08

მაია ფანჯიკიძე, როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოს პარლამენტში პირველ საათზე გამოცხადდა. ის ამ წუთებში უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდება. ფანჯიკიძემ შეხვედრაზე შესვლამდე მედიისთვის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს შეხვედრა უფრო ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო დღემდე ვერ შეძლო ჩამოსვლა. ფანჯიკიძის თქმით, ის მზადაა, პასუხი გასცეს უმცირესობის შეკითხვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ აქამდე გაკეთებულ განცხადებებსა და მის მიმართ ბარლდებებს  კი ბლეფს უწოდებს.

შეხვედრა უკვე ერთი საათის დაწყებულია. უმცირესობის წარმომადგენლებისა და ქვეყნის პირველი დიპლომატის შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ საგარეო ურთიერთობებზე საუბრით არ შემოიფარგლა. მაია ფანჯიკიძეს კიდევ ერთხელ მოუწია უმცირესობისთვის იმის დამტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიზანი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. პასუხის მიუხედავად, უმცირესობის წარმომადგენლებმა ამ საკითხთან მიმართებაში სკეპტიციზმი არ დაკარგეს.

გოკა გაბაშვილმა მინისტრს თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. მას აინტერესებდა, რა გადაწყდა ოშკისა და იშხნის ძეგლების განახლებასთან დაკავშირებით. როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, ეს ძეგლები აუცილებლად განახლდება და ამ პროცესის პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება მეჩეთი.

უმცირესობას ასევე აინტერესებდა, რა გეგმები აქვს საქართველოს ნატოსთან მიმართებაში. ფანჯიკიძის თქმით, მას გუშინ აცნობეს ბრიუსელიდან, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები ჩამოვლენ საქართველოში და ასევე სამხედრო კომიტეტიც შედგება წელს.

 „ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ 2014 წლის სამიტისთვის ჩვენს პროგრესს დადებითი ასახვა ექნება, თუმცა, მე არ მინდა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ყალბი მოლოდინი გავაღვივო საზოგადოებაში და ვთქვა, რომ საქართველო წელს ან გაისად ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება,“– განაცხადა ფანჯიკიძემ.

დავით დარჩიაშვილმა კი ფანჯიკიძეს 14-პუნქტიან ინტერფრაქციულ შეთანხმებაზე ჰკითხა, სადაც რამდენიმე პუნქტი უმცირესობისთვის სრულიად მიუღებელია. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სამუშაო დოკუმენტია.

„ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ყველამ უნდა გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და ამის შემდეგ მას იმედი აქვს, რომ მოხდება სწორი და ყველასთვის მისაღები პუნქტების ჩამოყალიბება“.

შეგახსნებთ, რომ უმცირესობის წარმომადგენლებისა და ქვეყნის პირველი დიპლომატის შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თუ რა შეკითხვები აქვს კიდევ უმცირესობას მინისტრთან და როგორ შეაფასაბენ მხარეები ამ შეხვედრას, psnews.ge-ისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნათია მატარაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია