დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი მოვალეობის შესრულებას ლეგიტიმურად განაგრძობს?
2013/02/12 23:07:45

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხემძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის მერი არალეგიტიმურად გამოაცხადა. მისივე თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს განკარგულება, რომლითაც ბესიკ ბრეგაძე ქალაქის მერის პოსტზე დაინიშნა, ბათილად სცნო.

გოგი წულაიას განცხადების გადამოწმება psnews.ge-იმ ქუთაისის ადგილობრიბ თვითმართველობაში სცადა. წულაიას იმერეთის გუბრენატორი ვახტანგ ბალავაძე გამოეხმაურა. „ქუთაისის საქალაქო სასამრთლოში ორი სარჩელი იყო შეტანილი. პირველი, რომლითაც ითხოვდნენ საკრებულოს განკარგულების გაბათილებას, ბესიკ ბრეგაძის ქალაქ ქუთაისის მერად დანიშვნის შესახებ. მეორე სარჩელში კი ითხოვდნენ კონკურსის გამოცხადებას ქუთაისის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე. სასამართლომ სარჩელის პირველი ნაწილი დააკმაყოფილა, ხოლო მეორე ბათილად სცნო“. -განაცხადა ბალავაძემ.

 კანონმდებლობით ჯერ იწერება ბრძანება პიროვნების ქალაქის მერად დანიშვნის შესახებ და შემდეგ განკარგულება. როგორც ბალავაძე განმარტავს სასამართლომ გააუქმა მხოლოდ საკრებულოს განკარგულება. ბრძანება კი ბესიკ ბრეგაძის ქალაქის მერად დანიშვნის შესახებ საერთოდ არ ყოფილა დავის საგანი და შესაბამისად, ბესიკ ბრეგაძე საქმიანობას ლეგიტიმურად განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ  ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის მერად საკრებულოს გადაწყვეტილებით  გასული წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა.  ხოლო პარტია  „თავისუფალმა საქართველომ“ სასამართლოს საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით გასული წლის ნოემბერში მიმართა.

იმერეთის გუბერნატორის ვახტანგ ბალავიძის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქალაქის თვითმართველობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია