დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მომხმარებელს გასულ წელს მილიონამდე ლარი ჩამოეწერა
2013/02/12 17:14:04

რას აშავებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს კომისიის საქმიანობა გააცნო.

კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში მათთან, მოქალაქეთა 1072 განაცხადი (საჩივარი) შევიდა კომპანიების წინაარმდეგ (ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში). 2012 წელს კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მიიღო და კომისიის საჯარო სხდომაზე განსახილველად გაიტანა მოქალაქეთა 424 საჩივარი.

ამავე წელს კომისიის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავების განხილვის შემდეგ, კომპანიების მიერ მომხმარებელთათვის დარიცხული თანხებიდან კომისიამ უსაფუძვლოდ ცნო და მომხმარებლებს 987 359,76 ლარი ჩამოაწერა.

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო 2012 წლის განმავლობაში კომისიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდნენ კომპანიები: შპს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ – 65 ათასი ლარით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 5000 ლარით, სს „ენერგო პრო ჯორჯია“, ასევე 5000 ლარით.

მიმდინარე წლის 30 იანვარს კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდნენ სს „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა, არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვას უპასუხა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია