დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მკვლელობა ქუთაისელმა გოგონამ ჩაიდინა
2013/01/08 17:46:09

იტალიაში 90 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნათია თათარაშვილი ქუთაისის მაცხოვრებელია.

იტალიის ქალაქ მონტემურლოში 90 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქუთაისელი ნათია თათარაშვილია.

ეჭვმიტანილის ბებიის ინფორმაციით, ნათია თათარაშვილი უკვე 5 წელია იტალიაში იმყოფება და მომვლელად მუშაობს. ოჯახს ის ხშირად უკავშირდებოდა და გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში მალე დაბრუნება.


წინასწარი ინფორმაციით, ნათია თათარაშვილმა დანაშაული აღიარა. მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. როგორც იტალიის პოლიციაში აცხადებენ, 90 წლის ქალბატონი დანის რამდენიმე დარტყმითაა მოკლული.

ქუთაისში ნათია თათარაშვილის ოჯახს საინფორმაციო საშუალებები დაუკავშირდნენ. როგორც ბრალდებული გოგონას ბებია აცხადებს, ნათია თათარაშვილს წარსულში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა. ბებიის ინფორმაციითვე, ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობა სცადა და ხიდიდან გადახტა. ბებიის თქმითვე, ეჭვმიტანილი ალკოჰოლს დიდი რაოდენობით იღებდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია