დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა
2013/01/07 11:25:59

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, დაუსწრებლად, პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ ადეიშვილის ადვოკატები.

საქალაქო სასამართლოში სხდომა გუშინ საღამოს გაიმართა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან ერთად, შეჩერებულია ზურაბ ადეიშვილისათვის სამი დიპლომატიური და ერთიც– საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება.

ამ გადაწყვეტილების მიღებასაც სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა – საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გუშინვე გახდა ცნობილი წინა სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღიც – ადეიშვილის საქმის განსახილველად 28 თებერვალს შეიკრიბებიან.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია რომ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, თუმცა ფაქტს ოფიციალური წყაროები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ. ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში არ არიან არც "ნაციონალურ მოძრაობაში".

ზურაბ ადეიშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს საელჩო ბელგიაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ზურაბ ადეიშვილმა აგრეთვე მიიღო გარანტიები იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ნებისმიერი ტიპის დანაშაულის დამტკიცების მიუხედავად, მას საქართველოში ექსტრადიცია არ ემუქრება.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ციხეში პატიმრების წამების გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით არის აღძრული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია