დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო მოხელეები ნარკოტესტს ჩააბარებენ
2013/01/05 09:51:07

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრის ყველა მოადგილემ საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის II განყოფილებაში ნარკოლოგიური ტესტი ჩაიტარეს.

ტესტირებამ აჩვენა, რომ არც ერთი მათგანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. მინისტრის ბრძანებით, ასეთი შემოწმება სამინისტროს ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, ანალოგიური აქცია თავიანთ უწყებებში განახორციელონ.

შეგახსენებთ, რომ იანვრიდან ძალაში შევიდა წინა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელეებს ევალებათ ნარკოტესტის გავლა.

სხავდასხვა მინისტრები ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა კომენტარს აკეთებენ. ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური თვლის, რომ თუკი კანონმდებლობა მოითხოვს, სამინისტროს თანამშრომლებიც შესაბამისად მოიქცევიან. განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს ნარკოტესტის ჩაბარების არავითარი სურვილი არ გააჩნია, თუმცა, ისიც გაითვალისწინებს კანონმდებლობის მოთხოვნას. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, აქ, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, თანამშრომელთა მსგავსი ტესტირება უკვე დაწყებულია.

 (ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1808
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია