დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვი­ზა სა­ქარ­თვე­ლო­ში!
2012/12/24 13:25:20

ანუ უნ­და იყოს თუ არა პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში?!

 

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს, მა­შინ­დე­ლი ქა­ლა­ქის მე­რის, თე­მურ შა­ში­აშ­ვი­ლის გა­დაწყვე­ტი­ლებით, რამ­დე­ნი­მე ქუ­თა­ი­სე­ლი სას­წავ­ლებლად გაგ­ვაგ­ზავ­ნეს იმ წელს და­არ­სებულ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში, რო­მელ­საც სო­სო ცინ­ცა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობდა. იქ გა­ტა­რებული წლების შე­სახებ მოყოლას არ ვა­პი­რებ, მინ­და გა­ვიხსე­ნო ერ­თი ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნების მკა­ფიო გა­მოვ­ლი­ნება მგო­ნია.

რად­გან შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი ქუ­თა­ის­ში მოგ­ვი­ა­ნებით ჩა­ტარ­და, აკა­დე­მი­ა­ში სას­წავ­ლებლად დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სუ­ლებს სწავ­ლის პრო­ცე­სი უკ­ვე დაწყებული დაგ­ვიხვდა და გან­ვლილ პროგ­რა­მას­თან და­სა­წე­ვად ქუ­თა­ი­სი­დან მი­მა­ტებულ სტუ­დენ­ტებს პირ­ველ სე­მეს­ტრში ცალ­კე გვი­ტა­რებდნენ ლექ­ციებს. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რებული და საპ­რო­ტეს­ტო აქ არა­ფე­რი იქ­ნებოდა, რომ არა რა­ღაც­ნა­ი­რი, არათბილი­სე­ლის შე­ფა­რუ­ლი სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც მის­ვლის პირ­ველ­სა­ვე დღეს მიგ­ვე­კე­რა. დღემ­დე მახსოვს გა­მო­მეტყვე­ლება, რომ­ლი­თაც ჩვენს ოთახს ჩა­უვ­ლი­და ხოლ­მე ე.წ. „სვეწ­კობა“, რო­მელ­თა უმე­ტე­სობამ ვახტანგ გორ­გას­ლის მე­ფობის წლები კი არა, სა­უ­კუ­ნეც არ იცო­და; უფ­რო კარ­გად კი რექ­ტო­რის უკბილო ხუმ­რობა მახსოვს: თქვენს ოთახს რომ გა­ვუვ­ლი, სპე­ცი­ფი­უ­რი „ქუ­თა­ი­სუ­რი“ სუ­ნი მცემ­სო! ცხადი­ა, ამ წი­ნა­და­დებას ჰიგი­ე­ნუ­რი მო­საზ­რება არ ედო სა­ფუძ­ვლად; თუმ­ცა, ვინ იცის, იქ­ნებ „კა­რე­ნოი“ თბილი­სელ­თა ფა­ქიზ ყნოს­ვას მარ­თლაც აღი­ზი­ა­ნებდა და­სავ­ლე­თი­დან მო­ნაბერი ქა­რი...

არ ვა­პი­რებ გან­ზო­გა­დებას. საბედ­ნი­ე­როდ, არის სა­ღად მო­აზ­როვ­ნე საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი, რო­მელ­თათ­ვი­საც ნამ­დვი­ლად არ აქვს წარ­მო­მავ­ლობას და სა­და­უ­რობას მნიშ­ვნე­ლობა, რომ­ლებიც თვლი­ან, რომ კაცს ღირ­სებას მი­სი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სებები მა­ტებს (ან აკ­ნი­ნებს), და არა ის, რო­მელ ქუ­ჩა­ზე ან ორ­ღობეში დაიბადა. არც იმ ფაქ­ტების მო­ტა­ნას ვა­პი­რებ, რამ­დე­ნი ცნობილი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე შეს­ძი­ნა ჩვენს ქვეყანას (და არა­ მარ­ტო!) პე­რი­ფე­რიებმა. ამა­ზე კა­მა­თი უშე­დე­გოდ მი­მაჩ­ნია არა იმი­ტომ, რომ არ­გუ­მენ­ტები მაკ­ლი­ა, არა­მედ იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის მთა­ვა­რი მარ­თლა პი­როვ­ნუ­ლი ღი­რებულებებია და არა მი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კუთ­ვნი­ლება და  ნას­რო­ლი ისა­რი! უფ­რო კი იმი­ტომ, რომ ამა­ზე კა­მათს მარ­თლა ღირ­სე­უ­ლი არ და­მიწყებს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეებთან კი პო­ლე­მი­კა­ში არ შე­ვალ - „წო­ნი­თი“ კა­ტე­გო­რიებია სხვა­დასხვა!

ამხელა შე­სა­ვა­ლი ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვება-არ­და­ტო­ვების სა­კითხს გა­ვუ­კე­თე.

მაქვს გან­ცდა, რომ რაც უნ­და ალი­ა­ქო­თი ატყდეს, პარ­ლა­მენ­ტის თბილის­ში დაბრუ­ნების სა­კითხი უკ­ვე გა­დაწყვე­ტი­ლია და ამას არა­ფე­რი შეც­ვლის. მაგ­რამ პრობლე­მა სხვა რა­მე­ა, უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, უფ­რო ძვე­ლი და უფ­რო მდგრა­დი, ვიდ­რე შე­ნობებისა და მა­თი ფუნ­ქციების გა­და­ტა­ნა-გად­მო­ტა­ნა. ჩვენ, ფეხად­გმულ ძეგ­ლებს შეჩ­ვე­ულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობას, ასე­თი რა­მეები უკ­ვე აღარ გვაკ­ვირ­ვებს და, მგო­ნი, უკ­ვე აღარც გვაშ­ფო­თებს.

უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ დღეს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი ბევ­რად უკე­თე­სია და გა­ნათ­ლებული, ვიდ­რე თუნ­დაც ოცი წლის წინ იყო. თუმ­ცა სატ­რაბახო ნამ­დვი­ლად ბევ­რი  არა­ფე­რი გვაქვს. რთუ­ლია, გზა იპო­ვო დე­მა­გო­გი­ის იმ ნი­აღ­ვარ­ში,   გა­ზე­თებიდან,   ტე­ლე­ვი­ზიებიდან, პო­ლი­ტი­კო­სებიდან,  „საყვე­ლაფ­რო­დამ­თავ­რებული“   ექ­სპერ­ტებიდან და ახლა უკ­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებიდან რომ მო­ე­დი­ნება უხვად. თან მი­მარ­თუ­ლება რომ ლა­მის ყოველ­დღე ეც­ვლება ამ ნი­აღ­ვარს:                      „ქარ­თლე­ლების აღ­მა ხნუ­ლი კახელებმა დაღ­მა ფარცხეს“... და ა.შ. და ა.შ. 

არა­ფე­რი გაგ­ვაკ­ვირ­ვებს-მეთ­ქი, ვთქვი, მაგ­რამ კაც­ნი ვართ მა­ინც და მეც მიკ­ვირს, რო­გორ მო­ვახერხეთ და რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ  და­პი­რის­პი­რების სა­ო­ცა­რი უნა­რი, მუხტი თუ გან­ცდა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დასხვა კუთხეში სა­მი ათას­წლე­უ­ლის გან­მავ­ლობაში მეტ-ნაკ­ლები სიძ­ლი­ე­რით ყოველ­თვის იყო?! და, რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ის არ­ქე­ტი­პები, რომ­ლებიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზეზ­ვა-მზი­ას­თან ერ­თად გაჩ­ნდა დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ ტო­მებში, დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია... შეგ­ნებულად ვიყენებ ამ ტერ­მინს „დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რები ტო­მები“, რომ­ლებშიც ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დასხვა კუთხის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვგუ­ლისხმობ.

ფსი­ქო­ლო­გები და­მე­თანხმებიან, რომ ისე­ვე, რო­გორც კა­ცობრიობას, ერებსაც აქვთ კო­ლექ­ტი­უ­რი ცნობიე­რება; ხოლო ფოლ­კლო­რის­ტები და­მე­თანხმებიან, რომ ანეგ­დო­ტები და ხალხური სიტყვა-თქმები ამ „კო­ლექ­ტი­უ­რი ცნობიე­რების“ ანა­რეკ­ლია. ცხადი­ა, ეს არ ვრცელ­დება მხოლოდ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აქ მცხოვ­რებ კუთხეებზე, მაგ­რამ მე ჩემს ქვეყანას გან­ვიხილავ ამ შემთხვე­ვა­ში.

ჰოდა, ჩე­მი დაკ­ვირ­ვება რად გინ­დათ, ყვე­ლას მშვე­ნივ­რად მო­გეხსე­ნებათ, რა დი­დი სი­ა­მოვ­ნებით ვყვებით ხოლ­მე (მე ცუ­დად გა­მომ­დის, რო­გორც წე­სი!) ანეკ­დო­ტებს სხვა კუთხის წარ­მო­მად­გენ­ლებზე; ასე­ვე,  ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ვახერხებთ ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებზე მა­თი წარ­მო­მავ­ლობის გა­მო  იარ­ლიყის მი­წებებას, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დოებაში დამ­კვიდ­რებულ სტე­რე­ო­ტი­პის გა­მო­ძახილი­ა, რო­გორც წე­სი. არ მო­ვიყვან აქ ნი­მუ­შებს, ყვე­ლამ მშვე­ნივ­რად იცით.

ამ სტე­რე­ო­ტი­პების დამ­კვიდ­რებას აქვს თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ფუძ­ვლები; არ ვი­ცი, რამ­დე­ნად უპ­რი­ა­ნია ამას­თან და­კავ­ში­რებით გა­მოთ­ქმა: „ყვე­ლა ხუმ­რობაში ნახევა­რი სი­მარ­თლე­აო!“, მაგ­რამ სა­ზო­გა­დოების გან­ვი­თა­რების ხარისხი, სხვა კრი­ტე­რი­უ­მებთან ერ­თად, მათ შო­რის, იმი­თაც იზო­მება, რამ­დე­ნად ებრძვის ის სტე­რე­ო­ტი­პებს, ისე, რო­გორც ებრძვი­ან, მა­გა­ლი­თად, სტიგ­მას შიდ­სით და­ა­ვა­დებული ადა­მი­ა­ნების შე­სახებ...

ჩვენ არ ვებრძვით სტე­რე­ო­ტი­პებს,  რო­მ­ლებიც ქვეც­ნობიე­რის, ხში­რად კი მკა­ფი­ოდ გა­მოხატულ ცნობიერ დო­ნე­ზე ამ­ძაფ­რებს „კუთხურობის“ გან­ცდას. და თუ ეს სახელ­მწი­ფო დო­ნე­ზე არის აყვა­ნი­ლი, მა­შინ ამას ბრძო­ლა კი არა, უკ­ვე და­ნერ­გვა ჰქვია. რის  გან­ცდაც ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ მაქვს და მიძ­ლი­ერ­დება დღი­თი­დ­ღე. ეს სტე­რე­ო­ტი­პი ჩანს ჩვენს ყოველ­დღი­უ­რობაში, რო­დე­საც ყვე­ლა მეგ­რე­ლი, მიუხედა­ვად მას­თან პი­რა­დი ნაც­ნობობის ქო­ნა-არ­ქო­ნი­სა და, შე­საბამი­სად, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლების­გან გა­მომ­დი­ნა­რე, აფე­რის­ტი და მატყუა­რა გვგო­ნია და „აჰ, მეგ­რე­ლი და სხვა­ნა­ი­რი რო­გორ იქ­ნება“, ხში­რად, გა­უ­აზ­რებლად, მაგ­რამ მა­ინც გაგ­ვირბენს თავ­ში; რო­ცა  „ქუ­თა­ი­სე­ლებთან“ შეხვედ­რი­სას მა­შინ­ვე „ჩე­ვი­ცუც­ქოთ და ისე ვიბაზ­როთ, სი­მონ!“ გვახსენ­დება; რო­მე­ლი ერ­თი გა­ვიხსე­ნო?! და რო­გორ გინ­და ამას ებრძო­ლო, რო­ცა ყოველდ­ღი­უ­რად ამ სტე­რე­ო­ტი­პებს გაწ­ვდი­ან ტე­ლე­ვი­ზიებიდან, ნა­ირ­ნა­ი­რი უნი­ჭო „კო­მე­დი-შო­უებიდან“ და სე­რი­ა­ლებიდან; იხილეთ „ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლების“ სე­რი­ა, სა­დაც აფე­რის­ტი და „ვი­გოდ­ნი­კი“ ქუ­თა­ი­სე­ლი საქ­მრო ვი­თომ ქუ­თა­ის­ში, რო­მე­ლიც აშ­კა­რად არ ჰგავს ნამ­დვილ ქუ­თა­ი­სურ ოჯახს, მას­პინ­ძლობს სა­ცო­ლეს და მის ნა­თე­სა­ვებს. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი თით­ქოს­და ქუ­თა­ი­სე­ლი ქა­ლების დი­ა­ლო­გი, სხვა არა­ფე­რი­ა, თუ არა გა­და­ჭარბებულად უტ­რი­რებული და ზედ­მე­ტად ხაზ­გას­მუ­ლი „პრო­ვინ­ცი­უ­ლი“ დი­ა­ლო­გი, რო­მე­ლიც ჩემს ზე­მოთ­ქმულს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ გა­ვიხსე­ნე, რომ ღრმად ვარ დარ­წმუ­ნებული, ეს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნება არის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რაც პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში და­ტო­ვების სა­კითხს უშ­ლის ხელს.

რო­დე­საც თა­ვის დრო­ზე სა­კითხი დად­გა, ვგუ­ლისხმობ პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნას, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა შო­რის მეც გახლდით და არა იმი­ტომ, რომ ქუ­თა­ი­სის სა­პარ­ლა­მენ­ტო ქა­ლა­ქად გა­დაქ­ცე­ვა არ მინ­დო­და. არა!

მა­ში­ნაც და დღე­საც ვფიქ­რობ, რომ ეს იყო გა­უ­აზ­რებელი და გა­უ­მარ­თლებელი ნაბიჯი ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც და სახელ­მწი­ფოებრი­ვა­დაც. თანხები, რომ­ლებიც მის მშე­ნებლობაზე დაიხარჯა, გა­ცი­ლებით უკე­თე­სად შე­იძ­ლებოდა დახარჯულიყო. ქუ­თა­ი­სის­თვის გა­ცი­ლებით მომ­გებია­ნი იქ­ნებოდა, ეს თანხები რომ ად­გი­ლობრი­ვი სა­ჭი­როებების­კენ მი­მარ­თუ­ლიყო, თუნ­დაც წყალ­მო­მა­რა­გების სა­კითხი რომ მო­წეს­რი­გებულიყო, რო­მე­ლიც უკ­ვე ათე­უ­ლი წე­ლია დღის წეს­რიგ­ში დგას; 24-სა­ა­თი­ა­ნი წყლის მო­მა­რა­გებისათ­ვის სულ რა­ღაც 21 მი­ლი­ო­ნი ლა­რია თურ­მე სა­ჭი­რო (ეს ციფ­რი გვეს­მის უკ­ვე 20 წე­ლია), ხოლო, რო­გორც გვეუბნებიან, ამ შე­ნობის ასა­გებად 340 მი­ლი­ო­ნი დაიხარჯა; რო­გორც არის აგებული, ყვე­ლას მშვე­ნივ­რად მოგ­ვეხსე­ნება; და­ნარ­ჩე­ნი თანხების (რად­გან ამ­დე­ნი თანხის მობილი­ზება გახდა შე­საძ­ლებელი) გან­კარ­გვა ბევ­რად უფ­რო ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლებოდა, რაც ქა­ლაქს მე­ტად წა­ად­გებოდა, იგი­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მების, გა­ნათ­ლებისა და ჯან­დაც­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პროგ­რა­მების და­ფი­ნან­სების­თვის. მაგ­რამ...

მაგ­რამ რად­გან შე­ნობა უკ­ვე არ­სებობს, და, ავად თუ კარ­გად, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, მეჩ­ვე­ნება, რომ არა­სახელ­მწი­ფოებრი­ვი აზ­როვ­ნების გა­მოხატუ­ლებაა მი­სი უფუნ­ქცი­ოდ და­ტო­ვება. ამბობენ, სა­კონ­ცერ­ტო დარბაზად გა­და­ა­კე­თებენო. კი მაგ­რამ, თუ პარ­ლა­მენ­ტის­თვის არ ვარ­გა, ამხელა შე­ნობაში რა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძიება უნ­და ჩა­ტარ­დეს ქა­ლაქ­ში, რომ­ლის მო­სახლეობა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, 150 ათასს არ აღე­მა­ტება?! არ მითხრათ ახლა, ღო­ნის­ძიებებზე და­სას­წრებად ჩა­მო­ვა ხალხიო...

თა­ვი და­ვა­ნებოთ ამას და, მო­დით, ერ­თად ვი­ფიქ­როთ, რა და­დებითი შე­დე­გები შე­იძ­ლება მოჰყვეს დღე­ვან­დე­ლი St­atus Qwo-ს შე­ნარ­ჩუ­ნებას?!

ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნების, რომ­ლებსაც უჭირთ მუდ­მი­ვი საცხოვ­რებელი ად­გი­ლი­დან გა­დაბარ­გება უცხო ქა­ლაქ­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბინა­ში ცხოვ­რება, ყოველ პა­რას­კევს და კვი­რას გზა­ზე გაბმა და მთე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე იმ შე­ნობაში მუ­შაობა, სა­დაც ჭე­რი­დან ხის ნა­ფო­ტები ცვი­ვა, წყალი ჩა­მო­დის და ჟანგბადი არ არის. მაგ­რამ ჩვენ თუ მხოლოდ დღე­ვან­დელ კვერცხს არ ვირ­ჩევთ ხვა­ლინ­დე­ლი ქათ­მის ნაც­ვლად, იქ­ნებ შე­ვე­ცა­დოთ და და­ვი­ნახოთ სრუ­ლი სუ­რა­თი: რა იქ­ნება ხვალ, თუ მოხდა სას­წა­უ­ლი და დარ­ჩა ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტი?!.

არ მაქვს ილუ­ზი­ა, რომ ეს ერთ დღე­ში, ან ერთ თვე­ში, ან, თუნ­დაც, ერთ წე­ლი­წად­ში მოხდება, მაგ­რამ ღრმად მწამს, თუ დად­გება დღე, რო­ცა იქ მო­მუ­შა­ვე და არა მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნების­თვის, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ქუ­თა­ის­ში მო­ფუნ­ქცი­ო­ნი­რე პარ­ლა­მენ­ტი ჩვე­უ­ლებრი­ვი მოვ­ლე­ნა იქ­ნება, მა­შინ აუ­ცი­ლებლად დად­გება დღის წეს­რიგ­ში მე­ო­რე­უ­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რების სა­კითხი. ადა­მი­ა­ნებს არ ჰყოფ­ნით მხოლოდ საცხოვ­რებელი პი­რობების მო­წეს­რი­გება კმაყოფი­ლებისათ­ვის.  პირ­ვე­ლი მოთხოვ­ნი­ლებების მოგ­ვა­რების შემ­დეგ მე­ო­რე, უფ­რო მა­ღალ დო­ნე­ზე მყოფი მოთხოვ­ნი­ლებები იჩენს თავს. ანუ, სუ­ლი­ე­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი და ა. შ.  ამუ­შავ­დება მოთხოვ­ნა-მი­წო­დების კა­ნო­ნი; მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, თუ არ­სებობს მყიდ­ვე­ლი, პრო­დუქ­ტი აუ­ცი­ლებლად გაჩ­ნდება ბაზარ­ზე; ანუ კი­დევ უფ­რო თუ გა­ვა­მარ­ტი­ვებთ, ახლა რომ 6 სა­ათ­ზე იძი­ნებს ქუ­თა­ი­სი და 7 სა­ა­თის შემ­დეგ ტაქ­სის და­ჭე­რაც კი გაძ­ნე­ლებული­ა, სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტის მოძ­რაობა გა­უმჯობეს­დება; დღეს რომ ერ­თა­დერთ „მაკ­დო­ნალ­დსში“ ექ­სკურ­სი­ა­ზე და დღე­სას­წა­უ­ლებზე და­დის ხალხი, იქ­ნებ ყოველ­დღე თუ არა, კვი­რა­ში ორჯერ მა­ინც ივ­ლი­ან დე­და­ქა­ლა­ქი­დან ჩა­მობრძა­ნებული დე­პუ­ტა­ტები, პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლები და მა­თი ჯალაბობა (ხომ უნ­და გა­არ­თონ ბავ­შვები); წე­ლი­წად­ში ერთხელ რომ იმარ­თება სპექ­ტაკ­ლები, კვარ­ტალ­ში ერთხელ ან, ვინ იცის, იქ­ნებ თვე­ში ერთხელაც და­იდ­გას პრე­მი­ე­რები თე­ატ­რებში; სახინ­კლეებისა და სახაჭა­პუ­რეების, რეს­ტორ­ნების (კარ­გი­ა, გემ­რი­ე­ლი­ა, მაგ­რამ მა­ინც სახინ­კლეა) პა­რა­ლე­ლუ­რად, აუ­ცი­ლებლად გაიხსნება ჯერ ერ­თი-ორი, შემ­დეგ მე­ტი კლუბი ცოცხალი მუ­სი­კით, სა­დაც გე­მოვ­ნებია­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კის მოს­მე­ნა იქ­ნება შე­საძ­ლებელი და სა­დაც პრეს­ტიჟული და მომ­გებია­ნი იქ­ნება მუ­შაობა მხოლოდ თბილის­სა და ბათუმ­ში გა­მოს­ვლას მიჩ­ვე­უ­ლი მუ­სი­კო­სის­თვის; იქ­ნებ გა­მო­ფე­ნებიც გაიხსნას ხოლ­მე ში­გა­და­შიგ და პი­კა­სო მხოლოდ სიღ­ნაღ­ში კი არ ჩა­ი­ტა­ნონ საჩ­ვე­ნებლად, ქუ­თა­ი­სე­ლებს, იმერ­ლებს და მე­ზობელ რე­გი­ო­ნებსაც შე­ავ­ლებინონ თვა­ლი ში­გა­და­შიგ... კი­ნოც უჩ­ვე­ნონ იქ­ნებ, ხან­დახან, კა­ცი რომ მოკ­ვდება და ფილ­მიც რომ მორ­ჩება, ისე­თი კი არა მხოლოდ, მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად რომ იმარ­თება ჩვენ­თა­ნაც პრე­მი­ე­რები, ისე­თი;  იქ­ნებ მო­ეწყოს სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძიებები, „საბას“ დაჯილ­დოებების მსგავ­სი, მა­გა­ლი­თად, ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვილ­მაც იცეკ­ვოს იქ­ნებ და თე­ატ­რა­ლუ­რი ან თუნ­დაც ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლებიც ჩა­ტარ­დეს...

ეე­ე, სად წახვე­დი, რეებს ოც­ნებობო, მეტყვის მა­ვა­ნი...

კი მაგ­რამ, ახლან­დელ ხელი­სუფ­ლებას „ქარ­თუ­ლი ოც­ნება“  არ  ჰქვია?!

ხოდა, მეც ქარ­თვე­ლი ვარ და ვოც­ნებობ, ამას ვინ და­მიშ­ლის?!

კი­დევ იმა­ზე ვოც­ნებობ, რომ ყოველ ახალ ხელი­სუფ­ლებას გა­მარჯვების შემ­დეგ არ ჰქონ­დეს წი­ნა ხელი­სუფ­ლების გა­კე­თებულის ნგრე­ვის და გა­ნად­გუ­რების სურ­ვი­ლი მხოლოდ იმის გა­მო, რომ ეს მა­თი გა­კე­თებული არ არის... არ მომ­წონ­და მე კვერცხებია­ნი შლო­პან­ცები, არც ვე­ლო­სი­პე­დი მომ­წონს აღ­მა­შე­ნებლის ძეგ­ლის ად­გი­ლას და თბილი­სის ახალი იუს­ტი­ცი­ის შე­ნობა, მომ­კა­ლით და ნაწ­ვი­მარ­ზე ხის ძი­რას ამო­სუ­ლი მან­ჭკვა­ლების კო­ნას მა­გო­ნებს; პარ­ლა­მენ­ტის შე­ნობაზე თეთ­რი გარ­სი (არ ვი­ცი მი­სი ფუნ­ქცი­ა, მე მა­პა­ტი­ეთ) პირ­სახოცს მა­გო­ნებს, მაგ­რამ...

უკ­ვე აშე­ნებულის დან­გრე­ვას მი­სი ადაპ­ტა­ცია მირ­ჩევ­ნი­ა, რად­გან ღრმად ვარ დარ­წმუ­ნებული, რომ ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რება ამ ქა­ლა­ქის გა­ცოცხლებას და­უ­დებს სა­თა­ვეს, ქუ­თა­ი­სი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრი იყო და დღემ­დე რჩება რა­ღაც მან­ქა­ნებით, მი­სი გა­მო­ცოცხლება და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ცოცხლების და­საწყისი შე­იძ­ლება გახდეს, მაგ­რამ: თუ არ გა­მოვ­რიცხავთ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვებს; თუ რე­გი­ო­ნების დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლ გეგ­მებს მხოლოდ დო­ნო­რის შეკ­ვე­თის გა­მო არ დავ­წერთ, რო­მე­ლიც ქა­ღალ­დზე­ვე დარ­ჩება;  თუ მარ­თლა გვსურს, რომ ქუ­თა­ის­შიც, ზუგ­დიდ­შიც, ოზურ­გეთ­შიც და ქობულეთ­შიც იგ­რძნოს მო­ქა­ლა­ქემ, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ა, მა­შინ უნ­და ვთქვათ უა­რი ჩვენს კო­ლექ­ტი­ურ ცნობიერ­ში ღრმად გამჯდარ  სნობიზ­მზე და ვი­ფიქ­როთ მას­შტაბურად, ვი­ფიქ­როთ ხვა­ლინ­დელ დღე­ზე და ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რაც მარ­თლა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რე­გი­ო­ნებს, ჩვენს კუთხეებს წა­ად­გება. და­ვი­ვიწყოთ   პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი    და  „რად გინ­დათ, სი­მონ, ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტი?!“

მინ­და იმი­ტომ, რომ ხვალ, იქ­ნებ მას­ზეგ, იქ­ნებ გა­ი­სად, მო­მა­ვალ თაობას თბილი­სის­კენ და იმის იქით არ ეჭი­როს თვა­ლი, რა­კი „დღეს ჩემს ქა­ლაქ­ში სა­ოც­რად ბნე­ლა!“

 

ირი­ნე სახელაშ­ვი­ლი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია