დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად ობოლაძე დააკავეს
2012/12/17 13:16:58

14 დეკემბერს სამართალდამცველებმა დააკავეს სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად ობოლაძე. იგი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ობოლაძის დაკავება დაკავშირებულია სამტრედიაში წინასაარჩევნო დაპატიმრებებთან, მათ შორის - კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავებასთან.

ამასთან დაკავშირებით იმავე დღეს ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი თევდორაძემ და იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ ბრიფინგი გამართეს. ბალავაძისა და თევდორაძის განცხადებით, ქვეყანაში შიშს ნერგავენ, ბევრი ელოდება პოლიტიკურ დაპატიმრებებს და ტერორს. მათი თქმით, ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს თვითმმართველობებზე და დაშინების მიზნით უდანაშაულო ადამიანებს აკავებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია