დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტარიფები არ განახევრდება
2012/11/22 13:52:52

წინასაარჩვენოდ დაპირებული ტარიფების განახევრება არ მოხდება.

„ჩვენ ვერ მოვახერხეთ გარკვევა ბოლომდე, როგორ ხორციელდება ფასწარმოქმნა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფზე“, – აცხადებს ივანიშვილი.

„ჩემი განცხადებები, ელექტროენერგიის ტარიფის განახევრებაზე, იყო, თუმცა, ალბათ, საუბედუროდ, ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ ჩვენ მოვახერხებთ მოსახლეობის სუბსიდირებას. განახევრებაზე ვამბობთ უარს,“– ამბობს ივანიშვილი. ამასთან, შესაძლებელია, ტარიფებმა მხოლოდ უმნიშვნელოდ დაიწიოს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი აგრძელებენ იმ კითხვებზე პასუხის ძიებას, რომლებიც ჰესების მშენებლობასთან მიმართებაში გაჩნდა. კერძოდ, რატომ გაიღო ხარჯები საპარტნიორო ფონდმა ელექროსადგურის მშენებლობისათვის მაშინ, როცა არსებულ ტარიფში (16 თეთრი), რომელსაც მოსახლეობა ელექროენერგიის გადასახალის სახით იხდის,  შედის ის თანხა, რომელიც კომპანიამ უნდა ჩადოს ინვესტიციის სახით ახალი ჰესის მშენებლობაში. 

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია