დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს ახალი მერი ჰყავს
2012/10/08 13:56:58

ქუთაისის მერის პოსტზე ქალაქის საკრებულომ დღეს საკრებულოს „ნაციონალი“ წევრი ბესიკ ბრეგაძე დაამტკიცა. საკრებულოს მიერ ახალი მერის ნაჩქარევად დამტკიცების წინააღმდეგი უმცირესობის წარმომადგენელი, „მემარჯვენე“ მამუკა მღვდელაძე აღმოჩნდა. საკრებულოს სხდომაზე მან განაცხადა: „ამ დარბაზში გეყოთ ვიღაცას პრინციპულობა. ჯერ კიდევ მოქმედებს აქ შიშის მექანიზმი. ალბათ, ხვალ, ვინც შეგაშინებთ, თქვენც იმის ერთგული იქნებით“. 

ამ რეპლიკამ  მისი ოპონენტის, საკრებულოს ნაციონალი დეპუტატის გია უკლებას გაღიზიანება გამოიწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მღვდელაძემ გია უკლებას ქმედება უზრდელობის დემონსტრირებად ჩათვალა და დაჰპირდა, რომ კონკრეტული უწმაწური სიტყვისთვის მას პასუხს აგებინებს. თავად უკლებას თქმით, მღვდელაძე საკრებულოს სხდომის ჩაშლას ცდილობდა, რისი უფლებაც მას არ მისცა. ურთიერთდაპირისპირების ფონზე, საკრებულოს უმრავლესობამ მერის პოსტზე ბესო ბრეგაძე აირჩია.

საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის განცხადებით, ბრეგაძე გამოცდილი ფინანსისტია და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია. ბესიკ ბრეგაძე ამ დრომდე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის საკრებულოში 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხვდა, როგორც საფიჩხიის მაჟორიტარი.  ამ დრომდე მერის მოვალეობას ვიცე-მერი ირაკლი ჯიქია ასრულებდა. 

ყოფილმა მერმა, გია თევდორაძემ, მერის პოსტი მიმდინარე წლის 16 აგვსიტოს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-5 ნომერია და პარლამენტში შეუდგება მუშაობას.


ხატია გორგოძე

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია