დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატებთან
2012/09/18 14:54:57

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გრძელდება. შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმართება. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ქრისტიან-დემოკრატების ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ახვლედიანს შეხვდნენ, რომელმაც არსამთავრობო ორგანიზაციებს პარტიის პროგრამა გააცნო, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობას, დასაქმების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და უსაფრთხოების შექმნას ითვალისწინებს.

„მას შემდეგ, რაც შეიქმნა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და გახდა საპარლამენტო პარტია, ყველაზე მეტი მხარდაჭერა, ყველაზე მეტი გაძლიერება მოდის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. კონკრეტული ინფორმაცია, დეტალურად შესწავლილი პრობლემები ეს გვაძლევდა ყოველთვის საშუალებას, პოლიტიკურ ასპარეზზე ხმალამოღებულებს გვებრძოლა. ბუნებრივია, ჩვენ პოლიტიკოსები, ვერ ვიქნებით ისეთი კომპეტენტურები, როგორიც არიან არასამთავრობოები, რომლებიც სპეციფიკურად მუშაობენ სხვადასხვა პრობლემატიკასთან დაკავშირებით, ამიტომ მნიშვნელოვანია მათთან შეხვედრა,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
გიორგი ახვლედიანთან შეხვედრის შემდეგ  არასამთავრობოების სექტორი ლეიბორისტული პარტიის ქუათაისის მაჟორიტარობის კანდიდატს სამსონ გუგავას შეხვდნენ, რომელმაც პარტიის პროგრამასთან ერთად ხელისუფლების მხრიდან ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა, მან ხელისუფლება სააგიტაციო პლაკატების მონოპოლიაში დაადანაშაულა.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ორიენტირებულია, გავუზიაროთ არასამთავრობო ორგანიზაციებს პარტიის ძირითადი პროგრამა. ჩვენი მიმართულებები, ჩვენი პლატფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ როცა მოვალთ ხელისუფლებაში, პირველივე დღიდან ეს დაეტყობა ქვეყანას და ქალაქის მოსახლეობას. ქალაქს და ქვეყანას სჭირდება როგორც უფასო განათლება, ასევე ჯანდაცვა და სამუშაო ადგილების შექმნა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. არასამთავრობო სექტორი უნდა გაძლიერდეს და უნდა წარმოგვიდგინოს საზოგადოების მაჯისცემა,“ - განაცხადა სამსონ გუგავამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებამდე ყველა ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდებიან.
 
მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1867
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია