დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მედია და სასამართლო
2009/07/06 05:26:29

26-28 ივნისს გუდაურში ტრენინგ-სემინარი გაიმართა მოსამართლეების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. ტრენინგის თემა ქართულ მართლმსაჯულებაში ახალი ინსტიტუტის - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გამოხატვისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას შეეხებოდა.

ეს ტრენინგი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია გაეროს განვითარების პროგრამის, „სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობას; სპიკერ მოსამართლეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნაფიცმსაჯულთა სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე.

ასეთი ტრენინგები მოსამართლეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის უკვე სამი წელია მიმდინარეობს. 2009 წლიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრენინგებში რეგიონული მედიისა და სასამართლოს ჩართვაზე. აღნიშნული ტრენინგი უკვე მეორე იყო, რომელშიც ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეები და იმერეთის რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალხო დამცველის რწმუნებული მონაწილეობდნენ.

სემინარის პირველი დღე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და „სასამართლოს ხელისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის კოორდინატორმა თეა კასრაძემ გახსნეს.

ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება საკანონმდებლო ცვლილებებზე გამახვილდა, რომელიც საქართველოში ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებას უკავშირდება. გაიმართა ნაფიცმსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი. მონაწილეებმა იმსჯელეს მედიასამართალზე, სასამართლოსა და მედიის თანამშრომლობაზე, პრობლემებსა და პერსპექტივებზე, ევროკონვენციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი და ოჯახური პატივისცემის უფლებაზე.

ტრენინგის ექსპერტები იყვნენ: ზაზა მეიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მირანდა ერემაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე და ნანა მჭედლიძე - გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი.

სასარგებლო სამი დღის ფონი სასიამოვნო გარემოც იყო. სპორტკომპლექსი „გუდაური“ ამის საშუალებას მართლაც იძლეოდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია