დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაფრინდაშვილისა და ჯანელიძის ქუჩების მცხოვრებლები მათი ქუჩების კეთილმოწყობას ამაოდ ელოდნენ
2012/05/31 17:28:15

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა გოგიტა გოგელაშვილმა დღეს ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა. მან საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვალს მიღებული დადგენილება გააპროსტესტა.

 

2011 წლის 22 დეკემბერს №143 დადგენილების მიხედვით შესაკეთებელი გიორგი ჯანელიძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ქუჩები  ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ამოიღეს ჩამონათვალიდან.

„ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატები კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და საკრებულოს მეურნეობის კომისიისგან მოვითხოვთ არგუმენტირებულ და კვალიფიციურ განმარტებას იმის შესახებ, რაც 29 მაისს საკრებულოს სხდომაზე მოხდა. 2011 წლის ბიუჯეტში ჩასმული, აღნიშნული ქუჩების კაპიტალური მოწყობა 29 მაისს საკრებულოს სხდომაზე საერთოდ ამოიღეს. თუმცა ხელისუფლებას ურჩევნია, მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებს გაუკეთოს კეთილმოწყობა წინასაარჩევნოდ და შემდეგ ხმები მათგან მიიღოს“.

რა მიზეზით იქნა  ამოღებული კაპიტალური კეთილმოწყობისათვის  გამზადებული ქუჩები, ამაზე საკრებულოს დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„დაახლოებით 60 მილიონი ლარია საჭირო იმისათვის, რომ მთლიანად  მოწესრიგდეს ქალაქის გზები. ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნულ ქუჩებს, ეტაპობრივად, ყველას მოაწესრიგებს. ტენდერის ჩატარების შემდეგ, თუკი თანხები მოგვრჩება, დამატებით გაგრძელდება ქალაქში სხვადასხვა ქუჩის კეთილმოწყობა. რაც შეეხება გუშინდელ სხდომას, გუშინ საკრებულოზე რა საკითხებიც დამტკიცდა, ისინი უკვე ბიუროზე იყო განხილული. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, სხვა არანაირი ცვლილება არ მოხდარა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველა ქუჩის კეთილმოწყობა ერთბაშად, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება.“ - აღნიშნა საკრებულოს მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ მერაბ მეშველიანმა.

უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ, თუ როდის დაიწყება სამუშაოები ჯანელიძისა და  გაფრინდაშვილის ქუჩებზე, კეთილმოწყობის სამსახურში შევეცადეთ, თუმცა, როგორც მერიის პრესსამსახურში აღნიშნეს, ეს კეთილმოწყობის კომპენტენციაში თურმე არ შედის. არადა, დოკუმენტზე, რომლითაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია, სწორედ ამ სამსახურის უფროსის, ლევან ჭანჭალეიშვილის ხელმოწერაა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1734
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია