დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამხარეო ადმინისტრაციას - „P.S.“-ის „უმოქმედო“ ჟურნალისტებისაგან
2011/12/26 13:11:59

თუ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ-გვერდს ესტუმრებით, წაიკითხავთ ინფორმაციას, რომ თურმე 8 დეკემბერს ბატონი ლაშა მაქაცარია „რეგიონის 12-ვე რაიონის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. წლის შემაჯამებელი შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში შედგა. კონფერენციას 40-მდე მოქმედი ჟურნალისტი დაესწრო. გუბერნატორმა ყველა შეკითხვას უპასუხა.“

მიწვეულ საინფორმაციო საშუალებათა შორის  არ აღმოჩნდა  გაზეთ   „P.S.“. თუ რატომ მიიჩნია სამხარეო ადმინისტრაციამ პრესის რესპუბლიკური  ფესტივალის   ლაურეატი   და „ოქროს    კალმის“    მფლობელი,   „საუკეთესო  რეგიონული  გაზეთის“ სტატუსის (2001 წ.) და 16 წლის გამოცდილების მქონე გაზეთ „P.S.“-ის („პოსტსკრიპტუმის“) ჟურნალისტები უმოქმედო პერსონებად; რითი ვერ დაიმსახურა გაზეთის რედაქციამ ამ 40 მოქმედ ჟურნალისტს შორის თავისი წარმომადგენლის მოხვედრა, ამის გარკვევას ჩვენი გაზეთის ახალგაზრდა ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე შეეცადა. ქალბატონმა ზეინაბ ხაჩიძემ  მას  მკაცრად  აუწყა, რომ თურმე „P.S.“, დიახაც, დააფასეს და პრესკონფერენციაზე პერსონალურად მიიწვიეს გაზეთის დიზაინერი.

ამ ლოგიკაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ იმის ეჭვი კი გაგვიჩნდა, რომ, ეტყობა, ვიღაცას გაზეთის ფურცლებზე ბოლო პერიოდში დაბეჭდილი ჩვენი კრიტიკული მასალები აღიზიანებს. საინტერესოა, ჩვენი გაზეთის აშკარა იგნორირება გუბერნატორის სურვილი იყო, თუ ქ-ნ ხაჩიძის თვითინიციატივა? იქნებ „P.S.“-ის მიერ დასასმელ შეკითხვებს აარიდეს თავი?

ამავე   საიტიდან  შევიტყვეთ,  რომ  „იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ჟურნალისტებს პერიოდულად შეხვდება.“ იმედია, მანამდე ქალბატონი ზეინაბი ჩვენი ჟურნალისტების ქმედითუნარიანობაშიც დარწმუნდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია