დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გადაგდებული „კარდაკარის“ აქტივისტები ზურაბ ნოღაიდელის გადაგდებას ითხოვენ
2010/12/06 14:41:41

დღეს ქუთაისის პრესის სახლთან ჭიათურის, საჩხერის და თერჯოლის  პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები შეიკრიბნენ და ზურაბ ნოღაიდელის გადაყენებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ზურაბ ნოღაიდელმა მიზანმიმართულად დაშალა პარტია. ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

„კარდაკარის“ პროგრამაში აქტივისტები 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ აქტიურად ჩაერთნენ, ხალხმა 40 კილომეტრი გაიარეს და შეავსეს ანკეტები. ერთი ანკეტაის შევსებისთვის სამოცდაათი თეთრი უნდა გადაეხადათ, რაც მიზერული თანხაა და ესეც კი არ გაიმეტეს. პარტიისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია, პირიქით მხარდამჭერები დავკარგეთ. თითქმის საქართველოს მასშტაბით ოციათასი კაცი გადააგდეს, გავიგეთ, რომ დონორ ქვეყნებს თანხები გადმოურიცხიათ და ერთ კაცზე სამი ლარ ნახევარი უნდა გაცემულიყო, მაგრამ ალბათ შემოეჭამათ. ვინც პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, მათგან ხელმოწერებს ვაგროვებთ და სასამართლოში სარჩელი უნდა შევიტანოთ.“ - განაცხადა psnews.ge-სთან საუბარში „კარდაკარის“ მონაწილე გოჩა ბაძგარაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია