დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროფკავშირში ლაგდებიან?
2010/11/25 17:08:20

ქუთაისის ადამიანის უფლებათა სახლში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ახლადარჩეული თავმჯდომარე მაია კობახიძე ადგილობრივ პედაგოგებსა და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მის კანონიერად არჩევის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩემს წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტები არ აქვთ – რატომ არ უნდა ვიყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. 205 დელეგატიდან 111 ხმით მე ამირჩიეს, ამიტომაც მათ შეუძლიათ დოკუმენტების გადასამოწმებლად სასამართლოს მიმართონ. რაც შეეხება ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს, ჩემთვის პრიორიტეტი მასწავლებელთა უფლებების დაცვა იქნება,“ - განაცხადა მაია კომახიძემ.

„განათლების სისტემაში მიმდინარე ახალი რეფორმების დროს მასწავლებლებს განსაკუთრებულად დღეს გვჭირდება დაცვა, თუმცა ცდილობენ, განხეთქილება ჩამოაგდონ და მასწავლებლები სხვადასხვა ორგანიზაციებში გააწევრიანონ, ეს განათლების სამინისტროს მიზანმიმართული ქმედებაა,“ - ამბობს რუსუდან ციგრაშვილი, მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგი.

„დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მასწავლებელს დაცვა განათლების სამინისტროს, ადგილობრივი რესურსცენტრებისა და კიდევ –  მანდატურების წნეხისგან. ამიტომაც მასწავლებელთა პროფკავშირი, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ჩვენთანაც ძლიერი უნდა იყოს,“ – თვლის ნანა სვანიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სარეზერვო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია