დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიშას გულუხვობაში დარწმუნებული მრავალშვილიანი დედა
2010/10/25 16:24:17

წინა კვირაში ჩვენი ქალაქი უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გამოსვლებს ნამდვილად არ უჩიოდა. სხვადასხვა პრობლემით დამძიმებული მოსახლეობა მერიას პერიოდულად აკითხავდა. ზოგი შენობის გარეთ იდგა, არასრულწლოვანი ინვალიდი შვილების დედამ, ხათუნა აბზიანიძემ კი პროტესტი ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, იატაკზე შვილებთან ერთად ჯდომით გამოხატა.

 

„უსახლკარო ვარ, პრეზიდენტამდე მივიდა ჩემი პრობლემები. 1000 ლარზე მეტი არ ამიღია,  ის არ ამაგლახავებდა. ასეთ უპატრონო, მრავალშვილიან დედას მხოლოდ 1000 ლარს არ გადმომირიცხავდა. სანამ შსს მივმართავდე, მანამდე აქ უნდა გამოვიძიო ეს ამბავი. ოთხი შვილი მყავს, ორი ინვალიდია, ვერ მეტყველებს, მეუღლე წასულია. ვცხოვრობდი ღია ცის ქვეშ. ამათ გამომიყვეს ერთოთახიანი ბინა ნიკეაზე, ისეთი საშინელი სახლია, ბუზები და ვირთხები დარბიან, ბავშვი მოწამლული მყავს (წამლის შუშა ამოიღო და გარშემო მყოფთ დაანახა). აგვისტოს თვეში ავიღე ფული, მეუბნებოდნენ, ეს ფული სააკაშვილმა კომპიუტერის  საყიდლად გამოგიგზავნაო. სახლ-კარი არ მაქვს, ღია ცის ქვეშ ვარ დარჩენილი და კომპიუტერი ბეჭებზე დავიდო? მაინტერესებს, ვინ ამაგლახავა? ალბათ, მეტი ფული იყო გადმორიცხული და ამათ შემიჭამეს!“ - განაცხადა „P.S.“-თან საუბრისას ხათუნა აბზიანიძემ.

ამ აურზაურს ცნობისმოყვარე ხალხის თვალი არ აკლდა. „შე საწყალო, ჯობია შვილებს მიხედო, მაგენი რას გიზამენ“ ჩაილაპარაკა შუახნის ქალმა. ცოტა ხანში მერის მოადგილე, დავით გორდელაძეც მოვიდა, რომელმაც „P.S.“-თან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მოგვიანებით მრავალშვილიან დედას ქუთაისის მერი, გია თევდორაძე გაესაუბრა, რომელმაც დაარწმუნა, რომ პრეზიდენტმა მართლაც 1000 ლარი გადმოურიცხა და თუ ეჭვი ეპარებოდა, შეეძლო პროკურატურაში შეეტანა საჩივარი. მერიის პრესსამსახურში გვითხერს, რომ, ყოველწლიურად აბზიანიძეს 500 ლარით და პროდუქტით ეხმარებიან. სამწუხაროდ, ბინის დაკანონება ვერ ხერხდება, მაგრამ პირობას აძლევენ, რომ იქიდან მათ არავინ გამოაგდებს. მრავალშვილიან დედას 200 ლარი მისცეს და დაამშვიდეს.

 

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია