დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სიახლე
იმერეთის ახალ გუბერნატორად ლევან ზალკალიანი დაინიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/08/28 20:17:00

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალ რწმუნებულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლევან ზალკალიანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.


 ახალი სახელმწიფო რწმუნებული თანამშრომლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა ტყემალაძემ წარუდგინა.


"გათავისებული მაქვს სრულად ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. ყველანაირად ვეცდებით და მთელი გუნდით წავალთ იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი. ეს არის ეროვნული იდენტობა, სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებლობისა და ოჯახის სიწმინდის შენარჩუნება",- განაცხადა მედიასთან შეხვედრის დროს ბატონმა ზალკანიანმა.



მანვე აღნიშნა, რომ იმერეთში მუშაობისას პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა. 



ინფორმაციისთვის: ამ დრომდე ლევან ზალკალიანი  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი იყო. ასევე, გახლდათ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.



სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის, 11 წლის განმავლობაში, ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.


რაც შეეხება იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, ცნობილია, რომ ზვიად შალამბერიძე ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატი იქნება და "ოცნების" საარჩევნო კამპანიას გაუძღვება.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 33
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია