დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
“ვისოლის” გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი BMW X1 ქუთაისში გათამაშდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/07/11 12:28:45

“ვისოლის” გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 ქუთაისში ეკატერინე მაწკეპლაძემ და საბა ცქიფურიშვილმა მოიგეს. მათ ავტომობილები უკვე გადაეცათ.


გათამაშება 1 ივლისს დაიწყო და 1 სექტემბრამდე “ვისოლის“ ერთგულ მომხმარებელთან ერთად ჩამსხმელ-ოპერატორსაც აქვს საშუალება მოიგოს დარჩენილი 4 ცალი BMW X1, 2024, 33 ცალი IPhone 15 Pro, 324 ცალი 1000, 200 და 100 ლარის ღირებულების საწვავის ვაუჩერი და „ვინტოს“ავტომომსახურების 20 ცალი 500 ლარიანი  ვაუჩერი.

 

“შეუდარებელი ემოციები მაქვს, არასოდეს არ მეგონა, რომ გათამაშებები რეალური იყო, თუმცა “ვისოლიდან” რომ დამირეკეს და მითხრეს რომ უახლესი მოდელის ავტომობილი მოვიგე გავოგნდი, თავიდან ვერ ვიჯერებდი, შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი  რეალურია და ჩემს თავს სასწაული ხდებოდა. ასევე მიხარია, რომ ზუსტად ასეთივე ავტომობილი მოიგო იმ ახალგაზრდამ, რომელმაც “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი ჩამისხა”, – ამბობს ეკატერინე მაწკეპლაძე.

 

 

მომენტალური გათამაშების ფარგლებში მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების ნებისმიერი ტიპის (ბენზინისა და დიზელის) საწვავს შეიძენს, ისე ოპერატორს, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას მოემსახურება მომხმარებელს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მომენტალურად,  შემთხვევითობის პრინციპით, საწვავის შეძენისა და ლოიალობის სისტემის აპლიკაციის/ბარათის გატარებისთანავე. გამარჯვებული მომხმარებლისა და ჩამსხმელი ოპერატორის პრიზებიც იდენტურია.

 

შესაბამისად, „ვისოლის“ გათამაშებას ყოველ ჯერზე ორი გამარჯვებული ჰყავს.

 

 

“19 წლის ვარ და ასეთი ბედნიერი ალბათ ,იშვიათად ვყოფილვარ. სამსახურში, სადაც მე ვმუშაობ მოვიგე ავტომობილი, რომელზეც ალბათ, ვერ ვიოცნებებდი. გავახარე ის ადამიანი, ვისაც საწვავი ჩავუსხი და ასევე გახარებული ვარ მე და ჩემი ოჯახიც. “ვისოლი” ჩემთვის ყველაფერია”,- ამბობს საბა ცქიფურიშვილი.

 

მოგებულებს ავტომობილების გასაღები, ცერემონიალის ფონზე,  კომპანია “ვისოლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რუსუდან კბილაშვილმა გადასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია თავის ერთგულ მომხმარებელს მომავალშიც არაერთ სიურპრიზის ჰპირდება.

 

“განსაკუთრებულად გვახარებს ის ფაქტი, რომ პირველი ავტომობილის წყვილი გათამაშდა ქუთაისში. გათამაშების უნიკალურობა იმაშია, რომ ერთგულ მომხმარებელთან ერთად, ზუსტად იდენტურ პრიზის ჩამსხმელი ოპერატორიც იღებს, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციის დროს მოემსახურება მომხმარებელს. გათამაშება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 50 ლარის ან მეტი ღირებულების საწვავს ჩაასხამს, მას აქვს გათამაშებაში მონაწილეობის შანსი, შესაბამისად, ერთგულ მომხმარებლებს კეთილ მგზავრობას და გათამაშებაში გამარჯვებას ვუსურვებთ”, – გვითხრა რუსუდან  კბილაშვილმა.

 

 

R

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 99
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია