დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„წიგნიერების აქცია“ და მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი ასპინძის სკოლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/11/30 16:58:35

„წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში, ადიგენის სკოლების შემდეგ, ასპინძის მუნიციპალიტეტს ვესტუმრეთ და სამ სკოლას გადავეცით პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით შეძენილი მაღალი დონის კლასიკური მხატვრული ლიტერატურა.

 

ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილი  მხარდაჭერით მიმდინარე წიგნიერების აქცია ერთჯერადი ღონისძიება არ არის და იგი მესამე წელია, მიმდინარეობს. ასპინძაში მხოლოდ სამი სკოლაღა დარჩა, სადაც ჯერ აქცია არ გაგვიმართავს, დანარჩენ ყველა სკოლას კი უკვე მივაწოდეთ მაჟორიტარის საჩუქარი.

 

ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი მიიღო ასპინძის მუნიციპალიტეტის შემდეგმა სკოლებმა:

 

1.          სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლა, დირექტორის .შემსრულებელი მაკა ქავთარაძე;

2.          სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლა, დირექტორის .შემსრულებელი ლალი სოხაძე;

3.          სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლა, დირქტორის მ.შემსრულებელი ნელი დუდუქჩიან.

 

ჩვენი რედაქცია, მაჟორიტარის ასპინძის  ბიუროს თანამშრომელ გურანდა ხატიძესთან ერთად სტუმრობდა სამივე სკოლას და მათ ბიბლიოთეკებს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადავეცით. 

 

სკოლებში  დიდი სიხარულით ხვდებოდნენ ჩვენს სტუმრობას, გულმოდგინედ და ყურადღებით ათვალიერებდნენ მაჟორიტარი დეპუტატის გამოგზავნილ ფასდაუდებელ საჩუქარს და გულწრფელ მადლიერებას გამოხატავდნენ.

 

აქვე აუცილებლად  უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო სოფელ დამალის სომხურენოვან სკოლაში მოსწავლეთა გამართული ქართულით საუბრის მოსმენა და ქართული წიგნების მიმართ გამოჩენილი ინტერესი, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების ახალგაზრდები მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხს.  ამ მხრივ მათთვის ორმაგად მნიშვნელოვანია პარლამენტარისგან მიღებული საჩუქარი და სკოლის ბიბლიოთეკის ქართული წიგნებით გამდიდრება.

 

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია