დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თავისუფალი სივრცე
ახალდაბის გენდერმედიაცენტრის მოსწავლეები ქალ პოლიტიკოსს, ანა ნაცვლიშვილს, პარლამენტში ესტუმრნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/10/30 12:59:49

#ფონდიტასო #TasoFoundation


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის „სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრის“ ახალგაზრდები,ახალდაბის საჯარო სკოლის უფროსკლასელები  „ფონდი ტასო“-ს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქს სტუმრობდნენ.


მათ ჯერ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოქროს ფონდი და ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს, ხოლო შემდეგ პარლამენტს ეწვივნენ და შეხვედრა გამართეს ახალგაზრდა ქალ პოლიტიკოსთან, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთან, ანა ნაცვლიშვილთან.


სიმბოლური იყო, რომ შეხვედრა მარო მაყაშვილის თეთრ დარბაზში შედგა.


მოსწავლეები დაინტერესდნენ და ანა ესაუბრა მათ, თუ რა გზა განვლო პარლამენტამდე და რამდენად რთულია ქალისთვის, რომ ერთდროულად იყოს დედაც, მეუღლეც და პოლიტიკოსიც. ქვეყანაში ქალებისთვის  უნდა არსებობდეს შესაბამისი გარემოპირობები, რომ ისინი მამაკაცების თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ.


ანა ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს,  ზოგადად, პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო მუშაობას, ისე - ხელისუფლების  მაკონტროლებელი ფუნქციის რეალურად აღსრულებას.


„თქვენს ასაკში რომ ვიყავი, საქართველოში ჯერ კიდევ შუქისა და გაზის პრობლემა იყო, თუმცა, ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტში, მაქსიმალურად ვცდილობდი, იმაზე მეტი გამეგო და მესწავლა, რასაც სკოლა მაძლევდა. დამატებით, არაფორმალური განათლების მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველას გირჩევთ, რომ ასეთი შანსი აუცილებლად გამოიყენეთ, ხოლმე!“- მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ახალგაზრდებს და წარმატებები უსურვა მათ.


შეხვედრის ბოლოს „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა, პროექტის ავტორმა ნატო გუბელაძემ და პარლამენტარმა ანა ნაცვლიშვილმა ახალდაბის გენდერმედიაცენტრის წევრებს საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცეს იმის დასტურად, რომ მათ წარმატებით გაიარეს ,,ფონდი ტასო -მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალდაბის სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრი-სემინარები - გენდერი, ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი.


სერთიფიკატები გადაეცათ გენდერმედიაცენტრის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს: მარიამ ლომიძეს, ქეთი ქიმერიძეს, ნანი გოგოლაძეს, მიხეილ ჩადუნელს, ბარბარე თოდაძეს, მარიამ ოგანესიანს, ნიკა კაპანაძეს, სალომე ლომიძეს, ელენე ჩადუნელს, ნუცა ჩადუნელს, ქეთი ოყროშიძეს, თამარ ბუხნიკაშვილს, ლინდი ტატიაშვილს, ანანო ბიჭიკაშვილს, მარიამ ჭანკოტაძეს.


ამავე დროს გენდერმედიაცენტრის ხელმძღვანელობამ მადლობის სერთიფიკატები გადასცა ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორს, მარინა ლომიძეს, ამავე სკოლის მასწვლებელს, თამარ დემეტრაშვილს და გაზეთ „ბორჯომი“-ს ჟურნალისტს, იზოლდა იანვარაშვილს, აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.


ახალგაზრდებმა სასიამოვნო ემოციებით დატოვეს პარლამენტი და თავიანთი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს.

ნანი გოგოლაძე: “ამაღელვებელი განწყობით დასრულდა ჩვენი სტუმრობა საქართველოს პარლამენტში, ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო ქალბატონ ანასთან შეხვედრა. დავრწმუნდი, რომ ქალს ეულია გააკეოს ის, რაც მთელი გული სურს და მას აქვს ალა, ექმნას რააც სხვა, განსაკურებული.


ელენე ჩადუნელი : „25 ოქტომბერი არასდროს დამავიწყდება. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება. ჩვენ დავათვალიერეთ საქარველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს პარლამენტი, ასევე - შევხვდით ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა.მე ძალიან გახარებული ვარ ამით.


ნუცა ჩადუნელი:ქალბატონ ანა ნაცვლიშვილთან გვქონდა ძალიან სასიამოვნო და საქმიანი შეხვედრა. მადლობა, რო მან კიდევ უფრო საინტერესო გახადა ეს დღე, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით. გვიამბო, თუ როგორი რთული იყო მისთვის, გამხდარიყო ქალი პარლამენტარი.“


###

პირადად ჩემთვისაც ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო იყო პარლამენტარ ქალთან შეხვედრა და ისეთ თემებზე ხმამაღლა საუბარი, რომელიც ჩვენს გარემოცვაში ყოველთვის საკამათოა - ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. ამ შეხვედრამ მომცა მოტივაცია, სწორად განვსაზღვრო სამომავლო პროფესია და გავუმკლავდე იმ სირთულეებს, რომელიც ჩემს მიზნამდე მიმიყვანს.


ვფიქრობ, რომ სკოლის გარეთ ასეთი არაფორმალური შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენს ასაკში, რადგან  ძალიან პროდიქტიული და შემეცნებითი ხასიათისაა.

 

ქეთი ქიმერიძე

ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე,

 „სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრი“-ს წევრი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 319
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია