დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რეგიონული შეხვედრების ციკლის პირველი ნაწილი იმერეთში დაასრულა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/07/25 10:28:01

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა და სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა რეგიონული შეხვედრების ციკლის პირველი ნაწილი იმერეთში დაასრულეს.

 

ლელა ჯანაშვილი და ოთარ ჩახუნაშვილი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს - ზვიად შალამბერიძეს შეხვდნენ, სადაც მას სამსახურის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობა გააცნეს. ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

 

სხვა რეგიონების მსგავსად, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ქუთაისში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრას 12-ივე მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ასევე სამსახურის სხვა თანამშრომლები საჯარო სექტორის წარმომადგენლებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. გააცნეს სამსახურის საქმიანობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა, ასევე საჯარო სექტორის თანამშრომლების როლი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში.

 

რეგიონებში საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 349
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია