დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით ასპინძის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდი განახლდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/06/21 00:13:28

ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის  მხარდაჭერით, კვლავ გრძელდება საზაფხულო (ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) წიგნიერების აქცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლებში.

 

როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან, წიგნები საჩუქრად უკვე გადაეცათ ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სკოლებს, ამჯერად  კი ასპინძის მუნიციპალიტეტის  კიდევ ოთხმა სკოლამ მიიღო მაჟორიტარის საჩუქარი:

 

1.       სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზველის საჯარო სკოლა ( დირექტორი მაგდანი ლაცაბიძე );

2.       სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ორგორის საჯარო სკოლა(დირექტორი ნელი ნათენაძე);

3.       სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა (დირექტორი მადონა ივანიძე);

4.       სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლა (დირექტორი მაყვალა ჯვარიძე).

 

სკოლებს მაჟორიტარის ასპინძის  ბიუროს ხელმძღვანელ, გურანდა ხატიძესთან ერთად ვესტუმრეთ და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის

 

საუკეთესო კლასიკური ლიტერაურა   გადავეცით. ასევე -  მოსწავლეები გემრიელი ტკბილეულითაც გავახარეთ.

 

ოთხივე სკოლის ხელმძღვანელები, მასწავლებლები თუ ბავშვები ემოციებს ვერ მალავდნენ ასეთი საჩუქრის გამო და გულწრფელ მადლიერებას გამოხატავდნენ, როგორც ორგანიზატორების, ისე პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მიმართ, რომლის მხარდაჭერითაც ხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი აქცია. ფაქტობრივად, ყველა სკოლაში გვითხრეს, რომ  განებივრებული არ არიან ასეთი საჩუქრებით, შესაბამისად, ბიბლიოთეკებში მოძველებული წიგნადი ფონდებია და მათი განახლება მხოლოდ პირადი ინიციატივებით ხდება.მაგალითად, ცდილობენ, მაკულატურა ჩააბარონ და მიღებული თანხით თითო-ოროლა წიგნი შეიძინონ.  ასეთი სიტუაციის გათვალისწინებით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაჟორიტარი დეპუტატისგან გამოჩენილი ყურადღება და ფასდაუდებელი საჩუქარი.

 

 

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია