დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების რეფორმა - ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან?
2010/06/14 13:04:51

„ცხელა და პირ­და­პირ საქ­მე­ზე გა­და­ვალ“ - ამ სიტყვებით და­იწყო გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა 8 წუ­თი­ა­ნი შეხვედ­რა 200-მდე თბილი­სელ და რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სულ პე­და­გოგ­თან.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რობის ბოლო სხდო­მა­ზე ბრძა­ნა, რომ ბევ­რი არის გა­სა­კე­თებელი ზაფხულის პე­რი­ოდ­ში. ასე რომ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დაწყებამ­დე  ეს პრობლე­მები ახლა­ვე უნ­და იქ­ნას მოგ­ვა­რებული. მი­ვი­ღეთ ლოჯის­ტი­კუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლებები, რო­მე­ლიც მინ­და, თქვენ გითხრათ და შემ­დეგ მო­ვის­მი­ნო თქვე­ნი აზ­რი ამას­თან და­კავ­ში­რებით“ - მი­მარ­თა პე­და­გო­გებს მი­ნის­ტრმა.

სა­მუ­შაო შეხვედ­რა­ზე დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა პე­და­გო­გებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმ სიახლეებზე, რო­მლებიც სექ­ტემბრი­დან უნ­და და­ი­ნერ­გოს სკო­ლებში. ერთ-ერ­თი ასე­თი სა­კითხია ტრი­მეს­ტრუ­ლი სწავ­ლების შეც­ვლა და სე­მეს­ტრულ სწავ­ლებაზე გა­დას­ვლა. მან მას­წავ­ლებლებს ასე­ვე შეს­თა­ვა­ზა სწავ­ლის დაწყების და დას­რუ­ლების თა­რი­ღი, რა­საც დარბაზ­ში მყოფ­თა უკმაყოფი­ლება მოჰყვა. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი 15 სექ­ტემბერს და­იწყება და 15 ივ­ნისს დას­რულ­დება (მი­ნის­ტრის თქმით, 15 სექ­ტემბერი შე­ირ­ჩა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნებით).  მოს­წავ­ლეებს მთე­ლი წლის გან­მავ­ლობაში ორი დი­დი არ­და­დე­გები ექ­ნებათ, ერ­თი - ზამ­თრის და მე­ო­რე - სა­აღ­დგო­მო.

ერთ-ერ­თი სიახლე, რო­მე­ლიც პე­და­გო­გებთან შეხვედ­რა­ზე გაჟღერ­და, მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის შე­ფა­სებას ეხებოდა. მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან მას­წავ­ლებლებს მოს­წავ­ლის შე­ფა­სების­თვის აღარ მო­უ­წევთ პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებლის გა­მოყვა­ნა. შე­ფა­სება სა­მი კრი­ტე­რი­უ­მით მოხდება: სა­ში­ნა­ო, სას­კო­ლო და­ვა­ლებებისა და სა­კონ­ტრო­ლო სა­მუ­შა­ოების შეს­რუ­ლების მიხედ­ვით. შე­იც­ვლება სას­კო­ლო ჟურ­ნა­ლების დი­ზა­ი­ნიც და შე­ფა­სებები და­ფიქ­სირ­დება შე­საბამის სამ გრა­ფა­ში.

ბიუ­როკ­რა­ტი­უ­ლი და სხვა ბერ­კე­ტები არ უნ­და არ­სებობდეს სკო­ლა­ში. „მას­წავ­ლებელი დროს კარ­გავ­და კალ­კუ­ლა­ტორ­ზე პრო­ცენ­ტების გა­მოყვა­ნით, იმის მა­გივ­რად, რომ მოს­წავ­ლეებთან მუ­შაობით და­კა­ვებულიყო. ამი­ტომ, მას­წავ­ლებლების თხოვ­ნით, ჩვენ გა­დავ­დი­ვართ შე­ფა­სების უფ­რო გა­მარ­ტი­ვებულ სის­ტე­მა­ზე, სა­დაც არ იქ­ნება პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებელი და სა­მი­ვე კომ­პო­ნენტს ექ­ნება ერ­თნა­ი­რი წო­ნა, რაც შე­საძ­ლებლობას მის­ცემს მას­წავ­ლებელს, იმის მა­გივ­რად, რომ იჯდეს კალ­კუ­ლა­ტო­რით და პრო­ცენ­ტები გა­მოთ­ვა­ლოს, ას­წავ­ლოს ბავშვს, ჩვენ კვლავ გა­დავ­დი­ვართ სე­მეს­ტრების პრო­ცე­დუ­რა­ზე... ეს შექ­მნის ყვე­ლა პი­რობას იმის­თვის, რომ გა­ნათ­ლების ხარისხი იყოს გან­ვი­თა­რებული და გაზ­რდი­ლი ჩვენს ქვეყანა­ში. სა­ში­ნაო და­ვა­ლება,საკ­ლა­სო სა­მუ­შაო და სა­კონ­ტრო­ლო - სა­მი კომ­პო­ნენ­ტი იქ­ნება, ერ­თნა­ი­რი წო­ნის. ეს სის­ტე­მა იქ­ნება ტრან­სპა­რენ­ტუ­ლი და პირ­ველ რიგ­ში მოს­წავ­ლეებისათ­ვის და ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ეცო­დი­ნება, რომ მი­სი ცოდ­ნა არ და­ი­კარ­გება,“ - გა­ნაცხადა შაშ­კინ­მა.

ახალი სას­წავ­ლო წე­ლი იმი­თაც იქ­ნება გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ სკო­ლები გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს მი­ერ გრი­ფი­რებული წიგ­ნებით იხელ­მძღვა­ნე­ლებენ. გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრომ უკ­ვე და­ად­გი­ნა სახელ­მძღვა­ნე­ლოების­თვის ერ­თი­ა­ნი ტექ­ნი­კუ­რი სტან­დარ­ტი და გა­ამ­კაც­რა სახელ­მძღვა­ნე­ლოს გრი­ფი­რების წე­სი. გრი­ფი­რებული სახელ­მძღვა­ნე­ლოები უც­ვლე­ლი უნ­და იყოს 5 წლის გან­მავ­ლობაში. ამას­თან და­კავ­ში­რებით ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მებისა და შე­ფა­სების ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა  ნა­თია ჯოხაძემ ჩვენ­თან საუბრი­სას გა­ნაცხადა, რომ გრი­ფი­რებული სახელ­მძღვა­ნე­ლოების ფა­სებს გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო და­ა­რე­გუ­ლი­რებს და ის ყვე­ლა მშობლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნება.

ცვლი­ლება, რო­მე­ლიც სა­კა­მა­თო თე­მა ნამ­დვი­ლად არ გამხდა­რა ამ შეხვედ­რა­ზე, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე დი­რექ­ტო­რიც ეს­წრებოდა ამ შეხვედ­რას, სა­მი­ნის­ტროს მი­ერ დი­რექ­ტო­რების და­ნიშ­ვნაა. „ეს არის პრობლე­მა, რო­მე­ლიც მო­დის ლო­ტოტ­რო­ნებიდან. რო­გორც იცით, ლო­ტოტ­რო­ნებმა ვერ გა­ა­მარ­თლა. ამის შემ­დეგ იყო შექ­მნი­ლი სა­მე­ურ­ვეო საბჭოები, ახლა ჩვენ სის­ტე­მა­ში გვყავს დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლეობის 40% შემ­სრუ­ლებელი. ჩვენ გვინ­და, რომ დი­რექ­ტო­რი იყოს მოქ­ნი­ლი და პა­სუხის­მგებელი სკო­ლა­ში ყვე­ლა­ფერ იმა­ზე, რაც ხდება. ამი­ტომ, იმი­სათ­ვის, რომ პრო­ცე­სი იყოს ჩქა­რი, ჩვენ ვთა­ვა­ზობთ სა­ზო­გა­დოებას, დი­რექ­ტო­რი იყოს და­ნიშ­ნუ­ლი, რად­გან დი­დი დროა სა­ჭი­რო, სა­ნამ ჩა­ტარ­დება არ­ჩე­ვ­ნები, მა­ნამ­დე დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლეობას ას­რუ­ლებს მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი და, რო­გორც მო­გეხსე­ნებათ,  ისი­ნი ვერ არი­ან საკ­მა­რი­სად პა­სუხის­მგებელი. მსოფ­ლი­ო­ში არის არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რებიც და და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რებიც, ამე­რი­კა­ში არის და­ნიშ­ნუ­ლი და არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რები. ჯერჯერობით, მე ვერ ვნახე შე­დე­გი სა­მე­ურ­ვეო საბჭოების მი­ერ არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რების,“ - გა­ნაცხადა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებთან საუბრი­სას.

რამ­დე­ნად გახდება გა­მო­სა­ვა­ლი სა­მე­ურ­ვეო საბჭოების­თვის სხვა­დასხვა ფუნ­ქციების წარ­თმე­ვა და ამ შემთხვე­ვა­ში დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვა, ესეც ბუნ­დო­ვა­ნი სა­კითხია და კი­დევ ერ­თი გა­დად­გმუ­ლი ნაბიჯი სკო­ლების თვით­მმარ­თვე­ლობების დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ამ სა­კითხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თება ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს სი­მონ ჯანა­ში­ას ვთხოვეთ.ვფიქ­რობ, რომ დი­რექ­ტო­რების და­ნიშ­ვნა­ზე საუბარი ნიშ­ნავს სკო­ლების დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვლის გა­მოც­ლას, რაც, ერ­თი მხრივ. ძა­ლი­ან ზე­რე­ლე და­მო­კი­დებულებაა იმ მიღ­წე­ვების მი­მართ, რაც ბოლო 6 წლის გან­მავ­ლობაში აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სების შე­დე­გად და მე­ო­რე მხრივ, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, სახელ­მწი­ფოს დაბრუ­ნებას კო­რუფ­ცი­ის, ნე­პო­ტიზ­მის, არა­ე­ფექ­ტური მარ­თვის, ბიუ­როკ­რა­ტი­ის გაზ­რდის, ად­გილ­ზე მი­ღბული გა­დაწყვე­ტი­ლებების კლების და სკო­ლების პო­ლი­ტი­ზი­რების საფრთხეების­კენ.

შეხვედ­რა­ზე ასე­ვე ისაუბრეს სკო­ლების „ბრენ­დი­რების“ სის­ტე­მა­ზეც, რო­მე­ლიც, მი­ნის­ტრის აზ­რით, სკო­ლების­თვის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­რე­მოს შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მების მიხედ­ვით სკო­ლებს მი­ე­ნი­ჭებათ ვარ­სკვლა­ვები, მა­თი რა­ო­დე­ნობა კი სკო­ლის წარ­მა­ტებულობის გან­მსაზ­ღვრე­ლი იქ­ნება. რო­გორც მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებთან საუბრი­სას გა­ნაცხადა, „ბრენ­დი­რების“ მე­ო­რე ეტა­პი დაწყებულია და გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო­ში არის შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ა, რო­მე­ლიც და­ად­გენს კრი­ტე­რი­უ­მებს.

სი­მონ ჯანა­ში­ას აზ­რით, ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც დაეხმა­რება სა­ზო­გა­დოებასა და სახელ­მწი­ფოს, ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი სკო­ლის გა­წე­უ­ლი სერ­ვი­სის ხარისხზე, მი­სა­სალ­მებელი­ა, მაგ­რამ რო­გორ და რა გზებით უნ­და მოხდეს ამ პროგ­რა­მის განხორ­ცი­ე­ლება, მის­თვის უც­ნობია. თქმა ჯერ ძნე­ლია, რად­გან მიუხედა­ვად იმი­სა, რომ მი­ნის­ტრი აცხადებს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი იმუ­შა­ვეს ამას­თან და­კავ­ში­რებით, არა­ნა­ი­რი და­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი არ გავ­რცე­ლებულა, რო­მე­ლიც ახსნი­და, რა მიზ­ნით, რა მე­ქა­ნიზ­მებით, რა საფრთხეების გათ­ვა­ლის­წი­ნებით და რა ფი­ნან­სუ­რი და­ნახარჯებით აპი­რებენ ამის გა­კე­თებას?“ - კითხულობს სი­მონ ჯანა­შია.

პე­და­გო­გებთან შეხვედ­რა­ზე ისაუბრეს სხვა სიახლეებზე, რო­მე­ლიც სექ­ტემბრი­დან და­ი­ნერ­გება სკო­ლებში. ერთ-ერ­თი ასე­თია განსხვა­ვებული საგ­ნების და­მა­ტება, რა­შიც გა­მოც­დის ჩაბარება არ მო­უ­წევთ მოს­წავ­ლეებს. და­მა­ტებითი საგ­ნებია: სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლება და სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვა და უსაფრთხოების შეს­წავ­ლა. ასე­ვე ყვე­ლა სკო­ლა­ში შე­ვა ის­ტო­რი­ის დამხმა­რე სახელ­მძღვა­ნე­ლო, სახელ­წო­დებით „რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის 200 წე­ლი“ - გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს აზ­რით ეს ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლეს, უკეთ შე­ის­წავ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია..

შეხვედ­რა­ზე ისაუბრეს მას­წავ­ლებლის სერ­თი­ფი­ცი­რების აუ­ცი­ლებლობაზეც და მი­ნის­ტრმა გა­ნაცხადა, რომ სახელ­მწი­ფო იბრუ­ნებს თა­ვის პა­სუხის­მგებლობას და იზ­რუ­ნებს მას­წავ­ლებლების კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლებაზე. მას­წავ­ლებლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რების­თვის სახელ­მწი­ფო აშე­ნებს „მას­წავ­ლებლის სახლს“ სა­ქარ­თვე­ლოს სამ ქა­ლაქ­ში - ქუ­თა­ის­ში, ბათუმ­ში და თბილის­ში, სა­დაც პე­და­გო­გები გა­ეც­ნობიან სწავ­ლების თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს, სა­დაც ჩა­ტარ­დება ტრე­­ნინ­გები, კონ­ფე­რენ­ციები და ა.შ. შეხვედ­რა­ზე არ თქმუ­ლა, თუ რამ­დე­ნით მო­ე­მა­ტებათ სერ­თი­ფი­ცი­რებულ მას­წავ­ლებლებს ხელ­ფა­სი, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დების ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გია მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გან­გვიცხადა, ამ კითხვით გა­ნათ­ლების და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სურ განყოფი­ლებას უნ­და მივ­მარ­თოთ.

რაც შეეხებათ მას­წავ­ლებლებს, მხოლოდ ორ­მა ისურ­ვა ჩვენ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თება. მა­თი აზ­რით, რაც უფ­რო მა­ლე და­ი­ნერ­გება სიახლეები, ეს უფ­რო მე­ტად და­აჩ­ქა­რებს გა­ნათ­ლების ხარისხის გან­ვი­თა­რებას.

„ბევ­რი სიახლე გაჟღერ­და, რა­საც მი­ვი­ტან ჩემს კო­ლექ­ტივ­ში და, ალბათ, ეს სიახლეები მათ­ში და­დებით შე­ფა­სებებს გა­მო­იწ­ვევს. გან­სა­კუთ­რებით მომ­წონს სე­მეს­ტრულ სწავ­ლებაზე დაბრუ­ნება და ისიც, რომ მა­სა­ლის 60% გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტროს მი­ერ იქ­ნება დამ­ტკი­ცებული. მი­სა­სალ­მებელი­ა, რომ შე­იც­ვა­ლა მოს­წავ­ლის შე­ფა­სების­ სის­ტე­მა, ეს მას­წავ­ლებელს ძა­ლი­ან გა­უ­მარ­ტი­ვებს საქ­მი­ა­ნობას,“ - გვითხრა ქუ­თა­ი­სის მე-13 საჯარო სკო­ლის მას­წავ­ლებელ­მა ნა­ტა­ლია სან­დუხაძემ.

რამ­დე­ნად წარ­მა­ტებით განხორ­ცი­ელ­დება რე­ფორ­მები და ეყოფა თუ არა ასე მცი­რე  დრო ხარისხობრივ ცვლი­ლებებს, ამას დრო გა­მო­ა­ჩენს.

 

შო­რე­ნა ტყეშე­ლაშ­ვი­ლი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია