დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ორ უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/03/12 14:15:17

ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ორ უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა წამყვანი თურქული ფარმაცევტული საწარმოებიც დაათვალიერა და ინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტით წარმოებული მედიკამენტების იმპორტი უმნიშვნელოვანესია. მისივე განცხადებით საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია, თურქეთიდან იმპორტირებული, ხარისხიანი მედიკამენტები, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინოს, აღნიშნული წამლების სია კი ეტაპობრივად გაიზრდება.

 

დაიგეგმა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, სადაც  მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მხარდაჭერის მექანიზმებს განიხილავენ.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასაც შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და  თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრება.

 

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია