დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/31 21:17:26

“თანამედროვე ეპოქაში, საქართველოს მსგავს ქვეყნებს აქვთ საშუალება, იყვნენ ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ არამარტო რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბის ტექნოლოგიური ცენტრი.

 

ამისთვის აუცილებელია, რომ:

 

1. ქვეყანაში დაინერგოს ელექტრონული მმართველობა და გატარდეს  თანმდევი სხვა რეფორმები.

 

2. შეიქმნას სპეციალური საგადასახადო სისტემა და ხელსაყრელი რეგულაციები ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.

 

3. უნდა შვქმნათ „კრიპტო კოდექსი”, რომელიც იქნება პირველი მარტივი, ზუსტი და ჩარჩოებში მოქცეული გზამკვლევი ამ ინდუსტრიისთვის, რა მიმართულებითაც პირველ ნაბიჯებს დგამენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები.

 

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პირველი ქვეყანა, რომელიც შეიმუშავებს მარტივ რეგულაციებსა და რეგისტრაციის ფორმებს კრიპტო სფეროს, ფინტექ და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებისთვის. ეს ყველაფერი კი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მილიარდობით ინვესტიცია მოვიზიდოთ, შევქმნათ მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და გავაკეთოთ დიდი ეკონომიკური ნახტომი.

 

ეს საშუალებას მოგვცემს, უახლოეს 4-5 წელიწადში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-დან 7%-მდე სწორედ ტექნოლოგიების სფეროთი იქნება წარმოდგენილი და უამრავი ჩვენი თანამოქალაქე იქნება ამ სფეროში დასაქმებული.

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს გვაქვს დეტალურად დამუშავებული პროექტი “ბლოქჩეინ ტექნოლოგიური ქალაქი”-ს სახით, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების, ისრაელის, აშშ-ს, უკრაინის, ბელარუსის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მაგალითებს.

 

მიუხედავად ბელორუსში არსებული პოლიტიკური ვითარებისა იქ უკვე არსებობს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცენტრი, უკრაინა აქტიურად მუშაობს ეგრედწოდებული “დია სიტის” შექმნაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ბევრი ის იდეა, რომელზეც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ და განვიხილავთ სხვადასხვა ფორუმებზე. თურქეთი აქტიურად მუშაობს კრიპტო ინვესტორებისა და კომპანიების მოზიდვაზე, თურქეთის მთავრობა მზადაა ამ ინოვაციების მიმართულებით გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

 

2017 წელს ჩვენ გვქონდა “ბლოკჩეინ ქალაქის” ინიციატივა, რასაც ახლა თანამედროვე სამყაროში განვითარებული ქვეყნები, სახელმწიფოები თუ ქალაქები განიხილავენ, მაგალითად როგორიცაა დუბაი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც “ჭკვიანი ქალაქი”, თუმცა ამ პროცესს სამწუხაროდ საქართველოში არ მოჰყვა შესაბამისი მხარდაჭერა , რის გამოც ქვეყანამ  დაკარგა ინვესტიციები, ათასობით სამუშაო ადგილის შექნის შესაძლებლობა და მინიმუმ ხუთი წელი ამ მიმართულებით განვითარებისთვის.

 

საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო და აუცილებელია სწრაფად დავიწყოთ ამ პროექტის ფართო ჩართულობით განხილვა. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მოდით დავიწყოთ ღია მსჯელობა გასატარებელ რეფორმებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა საპარლამენტო მექანიზმი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს შესაბამისი ინიციატივების რეგისტრაცია  საკანონმდებლო ორგანოში.

 

მივმართავ უმრავლესობას, რომ ეს შესაძლებლობა არ არის პარტიული კუთვნილების ან ვიწრო პარტიულ ჭრილში განსახილველი საკითხი და ამ შემთხვევაში მაინც შევძლოთ საქმეზე ორიენტირებული მსჯელობა, რადგან განვითარების ეს დიდი შანსი არ გავუშვათ ხელიდან.

 

მივმართავთ პრემიერ მინისტრს, თუ მას რეალურად სურს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ცენტრის როლის რეალიზება რაზეც ხშირად საუბრობს, დანიშნეთ შეხვედრა სადაც განვიხილავთ თავისუფალ ზონებზე და ბლოკჩეინ კრიპტო ქალაქზე ჩვენს მიერ  მომზადებულ ინიციატივებს,

 

მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში მთავრობას გავუზიაროთ ჩვენს მიერ დამუშავებული ყველა მასალა რათა დროულად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და საქართველომ დაიწყოს სწრაფი განვითარება ტექნოლოგიური მიმართულებით. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ყველა ოჯახს.

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ღია დისკუსიებს  ამ მიმართულებით და გვსურს ეს პროცესი განვავითაროთ საზოგადოების ფართო ჩართულობით და ნებისმიერი ადამიანს მივცეთ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიების განვითარების სფეროთი” - გიორგი ვაშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია